HH Recruitment
hr.geსაგანმანათლებლო პროგრამებისა და პარტნიორობების მენეჯერი
თბილისიბოლო ვადა 19 ნოე 2026
დასაქმების
სააგენტო ეიჩარი აცხადებს ვაკანსიას საგანმანათლებლო პროგრამებისა და პარტნიორობების
მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში, ერთ-ერთი საგანმანათლებლო ორგანიზაციისთვის.
ძირითადი მოვალეობები:
ახალი საგანმანათლებლო პროგრამების, მათ შორის
Summer School პროგრამების, კონცეფციის შემუშავება, დაგეგმვა და განხორციელება;
საქართველოში საზაფხულო სკოლებისა და სხვა
მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამების ორგანიზება და მართვა;
საზღვარგარეთ არსებული Summer School, Winter
School და სხვა საგანმანათლებლო პროგრამების მოძიება, შეფასება და შერჩევა;
საერთაშორისო აკადემიური ოლიმპიადების, სამეცნიერო
კონკურსების, STEM პროგრამებისა და სხვა საგანმანათლებლო შესაძლებლობების
იდენტიფიცირება;
სკოლის მოსწავლეებისთვის მათი ასაკის, ინტერესებისა
და აკადემიური საჭიროებების შესაბამისი საერთაშორისო პროგრამების შერჩევა და
შეთავაზება;
საგანმანათლებლო პროგრამების შინაარსის,
სტრუქტურის, ხანგრძლივობისა და განხორციელების პირობების განსაზღვრა;
ახალი პროგრამების ბიუჯეტის დაგეგმვა, ხარჯების
შეფასება და ფინანსური ეფექტიანობის მონიტორინგი;
საერთაშორისო საგანმანათლებლო ბაზრის კვლევა, ახალი
ტენდენციებისა და განვითარების შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
მოსწავლეებისა და მშობლების საჭიროებების შესწავლა
და შესაბამისი საგანმანათლებლო პროდუქტების განვითარება;
საგანმანათლებლო პროგრამების პორტფელის შექმნა,
განვითარება და რეგულარული განახლება;
საერთაშორისო პროგრამებსა და ოლიმპიადებში
მოსწავლეთა მონაწილეობის ორგანიზაციული პროცესის კოორდინაცია;
მარკეტინგისა და გაყიდვების გუნდებთან
თანამშრომლობა საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარიზაციისა და მონაწილეთა
მოზიდვის მიზნით;
პროგრამების განხორციელების პროცესის მონიტორინგი,
ხარისხის კონტროლი და მონაწილეთა უკუკავშირის ანალიზი;
განხორციელებული პროგრამების შედეგების შეფასება და
მათი გაუმჯობესებისთვის შესაბამისი ინიციატივების შემუშავება;
მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ
ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა.
საერთაშორისო უნივერსიტეტების, საგანმანათლებლო
დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოძიება და მათთან პარტნიორული ურთიერთობების
დამყარება;
უცხოური უნივერსიტეტების, პროფესორებისა და
ლექტორების მოზიდვა საქართველოში განსახორციელებელ საგანმანათლებლო პროგრამებში
მონაწილეობის მისაღებად;
საერთაშორისო პარტნიორებთან და საგანმანათლებლო
ორგანიზაციებთან ერთობლივი პროექტების ინიციირება და განვითარება;
ძირითადი მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება (სასურველია
განათლების მენეჯმენტის / ბიზნეს ადმინისტრირების / საერთაშორისო ურთიერთობების განხრით).
მინ. 2-წლიანი გამოცდილება
საერთაშორისო პროგრამების / პარტნიორობების / ურთიერთობების მენეჯერის, პროექტების
კოორდინატორის პოზიციაზე შემდეგ დაწესებულებებში: კერძო ან საერთაშორისო სკოლა / საგანმანათლებლო
ორგანიზაცია / უნივერსიტეტი
აუცილებელია საგანმანათლებლო
პროგრამის შექმნის იდეიდან განხორციელებამდე პროცესის გამოცდილება (შესაბამისი ბიუჯეტირება,
ვადებისა და მონაწილეთა პროფილის განსაზღვრა).
აუცილებელია ინგლისური
ენის ფლობა მინ. B2 დონეზე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაგვიზიარეთ CV/რეზიუმე აქ: recruitment13@hh.ge
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.