Skip to main content
Back to all jobs

HH Recruitment

hr.ge

საგანმანათლებლო პროგრამებისა და პარტნიორობების მენეჯერი

თბილისიApply by 19 Nov 2026
დასაქმების სააგენტო ეიჩარი აცხადებს ვაკანსიას საგანმანათლებლო პროგრამებისა და პარტნიორობების მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში, ერთ-ერთი საგანმანათლებლო ორგანიზაციისთვის. ძირითადი მოვალეობები: ახალი საგანმანათლებლო პროგრამების, მათ შორის Summer School პროგრამების, კონცეფციის შემუშავება, დაგეგმვა და განხორციელება; საქართველოში საზაფხულო სკოლებისა და სხვა მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამების ორგანიზება და მართვა; საზღვარგარეთ არსებული Summer School, Winter School და სხვა საგანმანათლებლო პროგრამების მოძიება, შეფასება და შერჩევა; საერთაშორისო აკადემიური ოლიმპიადების, სამეცნიერო კონკურსების, STEM პროგრამებისა და სხვა საგანმანათლებლო შესაძლებლობების იდენტიფიცირება; სკოლის მოსწავლეებისთვის მათი ასაკის, ინტერესებისა და აკადემიური საჭიროებების შესაბამისი საერთაშორისო პროგრამების შერჩევა და შეთავაზება; საგანმანათლებლო პროგრამების შინაარსის, სტრუქტურის, ხანგრძლივობისა და განხორციელების პირობების განსაზღვრა; ახალი პროგრამების ბიუჯეტის დაგეგმვა, ხარჯების შეფასება და ფინანსური ეფექტიანობის მონიტორინგი; საერთაშორისო საგანმანათლებლო ბაზრის კვლევა, ახალი ტენდენციებისა და განვითარების შესაძლებლობების იდენტიფიცირება; მოსწავლეებისა და მშობლების საჭიროებების შესწავლა და შესაბამისი საგანმანათლებლო პროდუქტების განვითარება; საგანმანათლებლო პროგრამების პორტფელის შექმნა, განვითარება და რეგულარული განახლება; საერთაშორისო პროგრამებსა და ოლიმპიადებში მოსწავლეთა მონაწილეობის ორგანიზაციული პროცესის კოორდინაცია; მარკეტინგისა და გაყიდვების გუნდებთან თანამშრომლობა საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარიზაციისა და მონაწილეთა მოზიდვის მიზნით; პროგრამების განხორციელების პროცესის მონიტორინგი, ხარისხის კონტროლი და მონაწილეთა უკუკავშირის ანალიზი; განხორციელებული პროგრამების შედეგების შეფასება და მათი გაუმჯობესებისთვის შესაბამისი ინიციატივების შემუშავება; მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა. საერთაშორისო უნივერსიტეტების, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოძიება და მათთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარება; უცხოური უნივერსიტეტების, პროფესორებისა და ლექტორების მოზიდვა საქართველოში განსახორციელებელ საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად; საერთაშორისო პარტნიორებთან და საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან ერთობლივი პროექტების ინიციირება და განვითარება; ძირითადი მოთხოვნები: უმაღლესი განათლება (სასურველია განათლების მენეჯმენტის / ბიზნეს ადმინისტრირების / საერთაშორისო ურთიერთობების განხრით). მინ. 2-წლიანი გამოცდილება საერთაშორისო პროგრამების / პარტნიორობების / ურთიერთობების მენეჯერის, პროექტების კოორდინატორის პოზიციაზე შემდეგ დაწესებულებებში: კერძო ან საერთაშორისო სკოლა / საგანმანათლებლო ორგანიზაცია / უნივერსიტეტი აუცილებელია საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის იდეიდან განხორციელებამდე პროცესის გამოცდილება (შესაბამისი ბიუჯეტირება, ვადებისა და მონაწილეთა პროფილის განსაზღვრა). აუცილებელია ინგლისური ენის ფლობა მინ. B2 დონეზე. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაგვიზიარეთ CV/რეზიუმე აქ: recruitment13@hh.ge

Source: hr.ge. Availability may change.