Seastone Development
hr.geB2B გაყიდვების მენეჯერი
ბათუმიბოლო ვადა 30 ნოე 2026
Seastone Development -აცხადებს ვაკანსიას B2B გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.
ვეძებთ შედეგზე ორიენტირებულ და კომუნიკაბელურ ადამიანს, რომელიც განავითარებს თანამშრომლობას უძრავი ქონების სააგენტოებთან და აგენტებთან და გაუძღვება პარტნიორული გაყიდვების პროცესს.
ძირითადი მოვალეობები:
უძრავი ქონების სააგენტოებთან და აგენტებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება და განვითარება;
ახალი პარტნიორების მოძიება და პარტნიორთა ქსელის გაფართოება;
აგენტებისთვის კომპანიის პროექტებისა და შეთავაზებების პროფესიონალურად წარდგენა;
პარტნიორების კონსულტაცია და ობიექტების პრეზენტაცია;
მოლაპარაკებების წარმოება და გაყიდვების პროცესის კოორდინაცია;
პარტნიორებთან კომუნიკაციის სრული ციკლის მართვა;
CRM სისტემაში ინფორმაციისა და გაყიდვების ეტაპების აღრიცხვა;
ინდივიდუალური გაყიდვების გეგმის შესრულება;
არსებულ და პოტენციურ პარტნიორთა ბაზასთან მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
უძრავი ქონების ან დეველოპერულ სექტორში გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია;
რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
შედეგზე ორიენტირებულობა;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
CRM სისტემასთან მუშაობის გამოცდილება სასურველია.
რას გთავაზობთ:
კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას და გაყიდვებზე დაფუძნებულ ბონუსს;
გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებულ საბონუსე სისტემას;
ხარისხიან შემომავალ ლიდებს;
თანამედროვე CRM სისტემას;
პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
დინამიკურ და შედეგზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.
სამუშაო ლოკაცია: ბათუმი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოგზავნონ მისამართზე: contact@blackseainvest.ge
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.