Skip to main content
Back to all jobs

Seastone Development

hr.ge

B2B გაყიდვების მენეჯერი

ბათუმიApply by 30 Nov 2026
Seastone Development -აცხადებს ვაკანსიას B2B გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში. ვეძებთ შედეგზე ორიენტირებულ და კომუნიკაბელურ ადამიანს, რომელიც განავითარებს თანამშრომლობას უძრავი ქონების სააგენტოებთან და აგენტებთან და გაუძღვება პარტნიორული გაყიდვების პროცესს. ძირითადი მოვალეობები: უძრავი ქონების სააგენტოებთან და აგენტებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება და განვითარება; ახალი პარტნიორების მოძიება და პარტნიორთა ქსელის გაფართოება; აგენტებისთვის კომპანიის პროექტებისა და შეთავაზებების პროფესიონალურად წარდგენა; პარტნიორების კონსულტაცია და ობიექტების პრეზენტაცია; მოლაპარაკებების წარმოება და გაყიდვების პროცესის კოორდინაცია; პარტნიორებთან კომუნიკაციის სრული ციკლის მართვა; CRM სისტემაში ინფორმაციისა და გაყიდვების ეტაპების აღრიცხვა; ინდივიდუალური გაყიდვების გეგმის შესრულება; არსებულ და პოტენციურ პარტნიორთა ბაზასთან მუშაობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება; უძრავი ქონების ან დეველოპერულ სექტორში გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად; ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია; რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი; შედეგზე ორიენტირებულობა; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; CRM სისტემასთან მუშაობის გამოცდილება სასურველია. რას გთავაზობთ: კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას და გაყიდვებზე დაფუძნებულ ბონუსს; გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებულ საბონუსე სისტემას; ხარისხიან შემომავალ ლიდებს; თანამედროვე CRM სისტემას; პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; დინამიკურ და შედეგზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს. სამუშაო ლოკაცია: ბათუმი დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოგზავნონ მისამართზე: contact@blackseainvest.ge

Source: hr.ge. Availability may change.