გლობალ ბენეფიტს ჯორჯია
hr.geსაცალო გაყიდვების ჯგუფის უფროსი
თბილისიბოლო ვადა 9 დეკ 2026
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე.
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ -ინოვატორული ხედვის მქონე რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს.
დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: www.benefits.ge
მისამართი: 0108 თბილისი, რ. ლაღიძის ქ. №8
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 09:30 – 18:30
ანაზღაურება: ფიქსირებული + კვარტალური ბონუსი
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:
საცალო გაყიდვების მიმართულებით ბაზრის ანალიზი და შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება/განხორციელება;
დადგენილი ინდივიდუალური/ჯგუფური გაყიდვების გეგმების შესრულება;
კლიენტების ბაზების მუდმივი გაფართოება და პორტფელის ჩამოყალიბება;
გეგმების შესრულების მიზნით, არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია, შეხვედრების განხორციელება და პროდუქტების პრეზენტაცია;
კლიენტების იდენტიფიკაციისთვის საჭირო დოკუმენტების მოძიება - AML პროცედურის დასრულება;
ანდერაიტინგის დეპარტამენტთან მუდმივი კომუნიკაცია შეთავაზების პირობების სინქრონიზაციის მიზნით;
თანამშრომლების შერჩევის პროცესში მონაწილეობა და გუნდის დაკომპლექტება;
დაქვემდბარებული თანამშრომლების მართვა, შეფასება და მათ მოტივაციაზე ზრუნვა;
ყოველთვიური/კვარტლური რეპორტების მომზადება საჭიროებისამებრ;
რას ვითხოვთ:
სავალდებულო მინიმუმ 2 წლიან სამუშაო გამოცდილებას გაყიდვების სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე;
სამუშაო გამოცდილებას სადაზღვევო სფეროში;
კომპიუტერული პროგრამების ფლობას (Microsoft Office);
კანდიდატის შერჩევის ეტაპები:
საკვალიფიკაციო შესაბამისობის შეფასება;
გასაუბრება და/ან პრაქტიკული დავალება;
პერსონალური მონაცემების გადამოწმება;
წინასახელშეკრულებო ეტაპი: შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე კანდიდატის მიერ შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:
ნარკოლოგიური შემოწმების შედეგი;
ცნობა ნასამართლეობის შესახებ.
რას გთავაზობთ:
საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად;
ჯანმრთელობის დაზღვევას;
ულიმიტო სასაუბრო დროს;
გამოსაცდელი ვადის წარმატებით გასვლის შემდეგ ყოველ კვარტალში 1 თავისუფალ სამუშაო დღეს (Day Off);
კომპანიის მიერ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას;
დამატებით ფულად კომპენსაციას 500-800 ლარის ოდენობით განსაკუთრებულ შემთხვევებში;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადახვიდეთ ლინკზე და გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: https://benefits.selfrecruit.ge/s/Fw1c7
გისურვებთ წარმატებას!
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.