Skip to main content
Back to all jobs

გლობალ ბენეფიტს ჯორჯია

hr.ge

საცალო გაყიდვების ჯგუფის უფროსი

თბილისიApply by 9 Dec 2026
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე. სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ -ინოვატორული ხედვის მქონე რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს. დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: www.benefits.ge მისამართი: 0108 თბილისი, რ. ლაღიძის ქ. №8 სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 09:30 – 18:30 ანაზღაურება: ფიქსირებული + კვარტალური ბონუსი ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა: საცალო გაყიდვების მიმართულებით ბაზრის ანალიზი და შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება/განხორციელება; დადგენილი ინდივიდუალური/ჯგუფური გაყიდვების გეგმების შესრულება; კლიენტების ბაზების მუდმივი გაფართოება და პორტფელის ჩამოყალიბება; გეგმების შესრულების მიზნით, არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია, შეხვედრების განხორციელება და პროდუქტების პრეზენტაცია; კლიენტების იდენტიფიკაციისთვის საჭირო დოკუმენტების მოძიება - AML პროცედურის დასრულება; ანდერაიტინგის დეპარტამენტთან მუდმივი კომუნიკაცია შეთავაზების პირობების სინქრონიზაციის მიზნით; თანამშრომლების შერჩევის პროცესში მონაწილეობა და გუნდის დაკომპლექტება; დაქვემდბარებული თანამშრომლების მართვა, შეფასება და მათ მოტივაციაზე ზრუნვა; ყოველთვიური/კვარტლური რეპორტების მომზადება საჭიროებისამებრ; რას ვითხოვთ: სავალდებულო მინიმუმ 2 წლიან სამუშაო გამოცდილებას გაყიდვების სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე; სამუშაო გამოცდილებას სადაზღვევო სფეროში; კომპიუტერული პროგრამების ფლობას (Microsoft Office); კანდიდატის შერჩევის ეტაპები: საკვალიფიკაციო შესაბამისობის შეფასება; გასაუბრება და/ან პრაქტიკული დავალება; პერსონალური მონაცემების გადამოწმება; წინასახელშეკრულებო ეტაპი: შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე კანდიდატის მიერ შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა: ნარკოლოგიური შემოწმების შედეგი; ცნობა ნასამართლეობის შესახებ. რას გთავაზობთ: საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს; მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს; ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან; პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას; ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად; ჯანმრთელობის დაზღვევას; ულიმიტო სასაუბრო დროს; გამოსაცდელი ვადის წარმატებით გასვლის შემდეგ ყოველ კვარტალში 1 თავისუფალ სამუშაო დღეს (Day Off); კომპანიის მიერ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას; დამატებით ფულად კომპენსაციას 500-800 ლარის ოდენობით განსაკუთრებულ შემთხვევებში; დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადახვიდეთ ლინკზე და გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: https://benefits.selfrecruit.ge/s/Fw1c7 გისურვებთ წარმატებას!

Source: hr.ge. Availability may change.