ამბოლი
hr.geსტაჟირება - გაყიდვების კონსულტანტი
თბილისიბოლო ვადა 9 დეკ 2026
კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 30 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:
www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge
„ამბოლი“ აცხადებს სტაჟირებას თბილისის ფილიალებში გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.
გაყიდვების კონსულტანტის ძირითადი მოვალეობები:
პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად შესწავლა (საბურავები, საცხებ-საპოხი მასალები, აკუმულატორები, ავტონაწილები);
კლიენტებთან კონსულტაციის გაწევა და პროდუქციის შეთავაზება;
მაღაზიაში პროდუქციის სათანადოდ განლაგება;
ყოველდღიური ანგარიშის მომზადება გაყიდვების შესახებ;
გაყიდვების გეგმების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
სასურველია უმაღლესი განათლება;
გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
სასურველია საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.