Skip to main content
Back to all jobs

ამბოლი

hr.ge

სტაჟირება - გაყიდვების კონსულტანტი

თბილისიApply by 9 Dec 2026
კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 30 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge „ამბოლი“ აცხადებს სტაჟირებას თბილისის ფილიალებში გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე. სამუშაო საათები: 10:00 - 19:00; სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი. გაყიდვების კონსულტანტის ძირითადი მოვალეობები: პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად შესწავლა (საბურავები, საცხებ-საპოხი მასალები, აკუმულატორები, ავტონაწილები); კლიენტებთან კონსულტაციის გაწევა და პროდუქციის შეთავაზება; მაღაზიაში პროდუქციის სათანადოდ განლაგება; ყოველდღიური ანგარიშის მომზადება გაყიდვების შესახებ; გაყიდვების გეგმების შესრულება. ძირითადი მოთხოვნები: სასურველია უმაღლესი განათლება; გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება; სასურველია საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება; საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა; სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.

Source: hr.ge. Availability may change.