სანდომი
hr.geკორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
თბილისიბოლო ვადა 9 დეკ 2026
სანდომი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი,
კომპანია: შპს „ვასაძის პური“ (საკონდიტრო კომპანია „სანდომი“)
სამუშაო ადგილი: თბილისი და რეგიონები
ოფისის მისამართი: ქ. თბილისი, ქვემო ფონიჭალა, ცოტნე დადიანის I შესახვევი, N6
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი (სრული განაკვეთი)
ანაზღაურება: 2000–2500 ლარი (ფიქსირებული) + ყოველთვიური ბონუსი გაყიდვების გეგმის შესრულებაზე
ზოგადი მიმოხილვა
საკონდიტრო კომპანია „სანდომი“ (შპს „ვასაძის პური“), რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს და წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე ISO 22000 სტანდარტების დაცვით, ეძებს მოტივირებულ და გამოცდილ კადრს HoReCa მიმართულების ბიზნესის განვითარებისა და კორპორატიული გაყიდვების მართვის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები
სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება: HORECA / კორპორატიული მიმართულების განვითარების მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიის დაგეგმვა და რეალიზება.
ბაზრის კვლევა და ანალიზი: HORECA ბაზრის მუდმივი მონიტორინგი, პოტენციური კლიენტების იდენტიფიცირება, ბაზრის შესაძლებლობებისა და კონკურენტული გარემოს შეფასება.
კომერციული წინადადებები და მოლაპარაკებები: ინდივიდუალური კომერციული შეთავაზებების მომზადება, მოლაპარაკებების წარმოება და თანამშრომლობის ხელსაყრელი პირობების შეთანხმება.
გაყიდვების მართვა: გაყიდვების გეგმების შემუშავება და მათი ეფექტური შესრულების უზრუნველყოფა.
პროდუქტის დანერგვა: ახალი პროდუქტების დანერგვისა და HORECA სექტორში მათი სწორი პოზიციონირების პროცესში მონაწილეობა.
ფინანსური კონტროლი: დებიტორული დავალიანებების მუდმივი კონტროლი და გადახდების დროული განხორციელების უზრუნველყოფა.
ანგარიშგება: გაყიდვების შედეგების დეტალური ანალიზი და მენეჯმენტისთვის რეგულარული ანგარიშების წარდგენა.
გუნდის მართვა (საჭიროებისამებრ): HORECA მიმართულების გუნდის ჩამოყალიბებაში, ტრენინგსა და ყოველდღიურ მართვაში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
განათლება: უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან მომიჯნავე მიმართულებით.
სამუშაო გამოცდილება:
მინიმუმ 3–5 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
აუცილებელია HoReCa სექტორში და FMCG მიმართულებით მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.
უნარ-ჩვევები და ცოდნა:
გაყიდვების დაგეგმვისა და ბიზნესის განვითარების პრაქტიკული გამოცდილება;
მოლაპარაკებების, პრეზენტაციისა და კლიენტებთან ურთიერთობის მართვის ძლიერი უნარები;
შედეგზე ორიენტირებული და ანალიტიკური აზროვნება;
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
B კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები
მაღალი აქტიურობა და ინიციატივიანობა;
დამარწმუნებელი და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
ორგანიზებულობა, მოწესრიგებულობა და დროის ეფექტური მართვა;
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
კომპანია გთავაზობთ:
ღია და მხარდამჭერ მენეჯმენტს;
პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას;
FitPass-ის ბარათს.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/0J9vOAO~
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.