Skip to main content
Back to all jobs

სანდომი

hr.ge

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

თბილისიApply by 9 Dec 2026
სანდომი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი, კომპანია: შპს „ვასაძის პური“ (საკონდიტრო კომპანია „სანდომი“) სამუშაო ადგილი: თბილისი და რეგიონები ოფისის მისამართი: ქ. თბილისი, ქვემო ფონიჭალა, ცოტნე დადიანის I შესახვევი, N6 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი (სრული განაკვეთი) ანაზღაურება: 2000–2500 ლარი (ფიქსირებული) + ყოველთვიური ბონუსი გაყიდვების გეგმის შესრულებაზე ზოგადი მიმოხილვა საკონდიტრო კომპანია „სანდომი“ (შპს „ვასაძის პური“), რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს და წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე ISO 22000 სტანდარტების დაცვით, ეძებს მოტივირებულ და გამოცდილ კადრს HoReCa მიმართულების ბიზნესის განვითარებისა და კორპორატიული გაყიდვების მართვის პოზიციაზე. ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება: HORECA / კორპორატიული მიმართულების განვითარების მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიის დაგეგმვა და რეალიზება. ბაზრის კვლევა და ანალიზი: HORECA ბაზრის მუდმივი მონიტორინგი, პოტენციური კლიენტების იდენტიფიცირება, ბაზრის შესაძლებლობებისა და კონკურენტული გარემოს შეფასება. კომერციული წინადადებები და მოლაპარაკებები: ინდივიდუალური კომერციული შეთავაზებების მომზადება, მოლაპარაკებების წარმოება და თანამშრომლობის ხელსაყრელი პირობების შეთანხმება. გაყიდვების მართვა: გაყიდვების გეგმების შემუშავება და მათი ეფექტური შესრულების უზრუნველყოფა. პროდუქტის დანერგვა: ახალი პროდუქტების დანერგვისა და HORECA სექტორში მათი სწორი პოზიციონირების პროცესში მონაწილეობა. ფინანსური კონტროლი: დებიტორული დავალიანებების მუდმივი კონტროლი და გადახდების დროული განხორციელების უზრუნველყოფა. ანგარიშგება: გაყიდვების შედეგების დეტალური ანალიზი და მენეჯმენტისთვის რეგულარული ანგარიშების წარდგენა. გუნდის მართვა (საჭიროებისამებრ): HORECA მიმართულების გუნდის ჩამოყალიბებაში, ტრენინგსა და ყოველდღიურ მართვაში მონაწილეობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები განათლება: უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან მომიჯნავე მიმართულებით. სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 3–5 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში; აუცილებელია HoReCa სექტორში და FMCG მიმართულებით მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება. უნარ-ჩვევები და ცოდნა: გაყიდვების დაგეგმვისა და ბიზნესის განვითარების პრაქტიკული გამოცდილება; მოლაპარაკებების, პრეზენტაციისა და კლიენტებთან ურთიერთობის მართვის ძლიერი უნარები; შედეგზე ორიენტირებული და ანალიტიკური აზროვნება; საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა; B კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის გამოცდილება. პიროვნული თვისებები მაღალი აქტიურობა და ინიციატივიანობა; დამარწმუნებელი და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ორგანიზებულობა, მოწესრიგებულობა და დროის ეფექტური მართვა; მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. კომპანია გთავაზობთ: ღია და მხარდამჭერ მენეჯმენტს; პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს; კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას; FitPass-ის ბარათს. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/0J9vOAO~

Source: hr.ge. Availability may change.