მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონული ცენტრი

hr.ge

მოლარე-რეგისტრატორი

ქუთაისიბოლო ვადა 9 დეკ 2026
თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი აცხადებს ვაკანსიას მოლარე-რეგისტრატორის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი — ქუთაისი სამუშაო გრაფიკი — ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30–17:30 ძირითადი მოვალეობები: პაციენტების მიღება, რეგისტრაცია და მათი მონაცემების ზუსტად ასახვა კლინიკის ელექტრონულ სისტემაში; პაციენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება რეგისტრაციის წესის, მომსახურების საფასურისა და გადახდის პირობების შესახებ; პაციენტების შესაბამის კაბინეტში ან განყოფილებაში გადამისამართება; მომსახურების საფასურის მიღება ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით და შესაბამისი გადახდის დოკუმენტის გაცემა; სალარო ოპერაციების დროულად და ზუსტად ასახვა კლინიკის პროგრამაში; სამუშაო დღის ბოლოს სალაროს ნაშთისა და გადახდების ჩანაწერების გადამოწმება, ყოველდღიური სალარო ანგარიშის მომზადება; რეგისტრაციისა და გადახდის საკითხებზე კლინიკის შესაბამის თანამშრომლებთან კოორდინაცია; პაციენტების მონაცემების კონფიდენციალურობისა და კლინიკის შიდა პროცედურების დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები უმაღლესი განათლება; საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა და კლინიკის პროგრამის ათვისების უნარი; პაციენტებთან მკაფიო და თავაზიანი კომუნიკაციის უნარი; მონაცემებთან, თანხებთან და დოკუმენტებთან მუშაობისას სიზუსტე და დეტალებისადმი ყურადღება; პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: natiarobakidze3@gmail.com და წერილის სათაურში მიუთითოთ „მოლარე-რეგისტრატორი — ქუთაისი“.

წყარო: hr.ge, jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.