თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონული ცენტრი
hr.geმოლარე-რეგისტრატორი
ქუთაისიApply by 9 Dec 2026
თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი აცხადებს ვაკანსიას მოლარე-რეგისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი — ქუთაისი
სამუშაო გრაფიკი — ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30–17:30
ძირითადი მოვალეობები:
პაციენტების მიღება, რეგისტრაცია და მათი მონაცემების ზუსტად ასახვა კლინიკის ელექტრონულ სისტემაში;
პაციენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება რეგისტრაციის წესის, მომსახურების საფასურისა და გადახდის პირობების შესახებ;
პაციენტების შესაბამის კაბინეტში ან განყოფილებაში გადამისამართება;
მომსახურების საფასურის მიღება ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით და შესაბამისი გადახდის დოკუმენტის გაცემა;
სალარო ოპერაციების დროულად და ზუსტად ასახვა კლინიკის პროგრამაში;
სამუშაო დღის ბოლოს სალაროს ნაშთისა და გადახდების ჩანაწერების გადამოწმება, ყოველდღიური სალარო ანგარიშის მომზადება;
რეგისტრაციისა და გადახდის საკითხებზე კლინიკის შესაბამის თანამშრომლებთან კოორდინაცია;
პაციენტების მონაცემების კონფიდენციალურობისა და კლინიკის შიდა პროცედურების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
უმაღლესი განათლება;
საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა და კლინიკის პროგრამის ათვისების უნარი;
პაციენტებთან მკაფიო და თავაზიანი კომუნიკაციის უნარი;
მონაცემებთან, თანხებთან და დოკუმენტებთან მუშაობისას სიზუსტე და დეტალებისადმი ყურადღება;
პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: natiarobakidze3@gmail.com და წერილის სათაურში მიუთითოთ „მოლარე-რეგისტრატორი — ქუთაისი“.
Source: hr.ge, jobs.ge. Availability may change.