მზიური გარდენსი
hr.geრეცეფციონისტი / ადმინისტრატორი
ბათუმიბოლო ვადა 9 დეკ 2026
მზიური გარდენსი – თანამედროვე, პრემიუმ კლასის აპარტამენტების კომპლექსი აცხადებს ვაკანსიას რეცეფციონისტის / ადმინისტრატორის პოზიციაზე. ანჟამად ვეძებთ ენერგიულ, კომუნიკაბელურ და პასუხისმგებლობის მქონე კანდიდატს, რომელსაც უყვარს სტუმრებთან ურთიერთობა და შეუძლია მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა.
ძირითადი მოვალეობები:
სტუმრების დახვედრა, რეგისტრაცია და განთავსება;
სატელეფონო ზარებისა და ელექტრონული ფოსტის მართვა;
ჯავშნების ორგანიზება და მართვა სხვადასხვა პლატფორმაზე (Booking.com, Airbnb და სხვა);
სტუმრებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მათი მოთხოვნების დროული დაკმაყოფილება;
სტუმრების პრობლემური საკითხების ეფექტურად გადაჭრა;
ადმინისტრაციული პროცესებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მართვა;
ღამის აუდიტის (Night Audit) ჩატარება და დღის ფინანსური თუ საოპერაციო მონაცემების შემოწმება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სავალდებულოა;
ღამის აუდიტის ჩატარების ცოდნა და შესაბამისი პროცესების მართვის უნარი;
გამართული კომუნიკაციის უნარი;
ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
კომპიუტერული პროგრამებისა და ონლაინ დაჯავშნის პლატფორმების გამოყენების უნარი.
რას გთავაზობთ:
მეგობრულ გუნდსა და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
სტაბილურ სამსახურს;
პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
ანაზღაურება: 1,200 დან 1,400 ლარამდე
ლოკაცია: ბათუმი, თამარ მეფის გამზირი N14
სამუშაო გრაფიკი: 12-საათიანი ცვლები
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: hr@nqhospitality.com
წერილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ: „რეცეფციონისტი / ადმინისტრატორი.
წყარო: hr.ge, jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.