Skip to main content
Back to all jobs

მზიური გარდენსი

hr.ge

რეცეფციონისტი / ადმინისტრატორი

ბათუმიApply by 9 Dec 2026
მზიური გარდენსი – თანამედროვე, პრემიუმ კლასის აპარტამენტების კომპლექსი აცხადებს ვაკანსიას რეცეფციონისტის / ადმინისტრატორის პოზიციაზე. ანჟამად ვეძებთ ენერგიულ, კომუნიკაბელურ და პასუხისმგებლობის მქონე კანდიდატს, რომელსაც უყვარს სტუმრებთან ურთიერთობა და შეუძლია მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა. ძირითადი მოვალეობები: სტუმრების დახვედრა, რეგისტრაცია და განთავსება; სატელეფონო ზარებისა და ელექტრონული ფოსტის მართვა; ჯავშნების ორგანიზება და მართვა სხვადასხვა პლატფორმაზე (Booking.com, Airbnb და სხვა); სტუმრებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მათი მოთხოვნების დროული დაკმაყოფილება; სტუმრების პრობლემური საკითხების ეფექტურად გადაჭრა; ადმინისტრაციული პროცესებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მართვა; ღამის აუდიტის (Night Audit) ჩატარება და დღის ფინანსური თუ საოპერაციო მონაცემების შემოწმება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სავალდებულოა; ღამის აუდიტის ჩატარების ცოდნა და შესაბამისი პროცესების მართვის უნარი; გამართული კომუნიკაციის უნარი; ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პრობლემების გადაჭრის უნარი; კომპიუტერული პროგრამებისა და ონლაინ დაჯავშნის პლატფორმების გამოყენების უნარი. რას გთავაზობთ: მეგობრულ გუნდსა და სასიამოვნო სამუშაო გარემოს; სტაბილურ სამსახურს; პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ანაზღაურება: 1,200 დან 1,400 ლარამდე ლოკაცია: ბათუმი, თამარ მეფის გამზირი N14 სამუშაო გრაფიკი: 12-საათიანი ცვლები დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: hr@nqhospitality.com წერილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ: „რეცეფციონისტი / ადმინისტრატორი.

Source: hr.ge, jobs.ge. Availability may change.