სადისტრიბუციო კომპანია ოლიმპი
hr.geსაწყობის თანამშრომელი
ქუთაისიბოლო ვადა 8 დეკ 2026
სადისტრიბუციო კომპანია "ოლიმპი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე ქუთაისში.
თუ ხართ ორგანიზებული, ფიზიკურად აქტიური და გსურთ სტაბილურ, მზარდ კომპანიაში მუშაობა, შემოუერთდით ჩვენს გუნდს!
ძირითადი მოვალეობები:
საწყობში პროდუქციის მიღება, დასაწყობება და მოწესრიგება დადგენილი წესების მიხედვით;
შეკვეთების დროული და ზუსტი კომპლექტაცია (აწყობა) მიწოდების აგენტებისთვის გადასაცემად;
საწყობში არსებული ნაშთების კონტროლი და პროდუქციის მახასიათებლების კარგი ცოდნა;
საწყობის ტერიტორიაზე წესრიგისა და სისუფთავის შენარჩუნება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მართვის მოწმობა: B კატეგორია (სასურველია);
საგარანტიო უზრუნველყოფა: უძრავი ქონება (სავალდებულო პირობა);
ტექნიკური უნარები: მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი (ნაშთების ზუსტი აღრიცხვისთვის), ჯგუფური მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული მახასიათებლები:
სისწრაფე, ოპერატიულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა და მაღალი მოტივაცია;
სანიმუშო სამუშაო ეთიკა, დისციპლინა და გუნდურობა;
კეთილსინდისიერება, პასუხისმგებლობის გრძნობა და ყურადღება დეტალების მიმართ;
ინიციატივიანობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
ანაზღაურება: 1500 - 2000+ ლარი;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი.
როგორ მოგვმართოთ:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: olimpi1995@gmail.com
დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 555 40 90 25
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.