Skip to main content
Back to all jobs

სადისტრიბუციო კომპანია ოლიმპი

hr.ge

საწყობის თანამშრომელი

ქუთაისიApply by 8 Dec 2026
სადისტრიბუციო კომპანია "ოლიმპი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე ქუთაისში. თუ ხართ ორგანიზებული, ფიზიკურად აქტიური და გსურთ სტაბილურ, მზარდ კომპანიაში მუშაობა, შემოუერთდით ჩვენს გუნდს! ძირითადი მოვალეობები: საწყობში პროდუქციის მიღება, დასაწყობება და მოწესრიგება დადგენილი წესების მიხედვით; შეკვეთების დროული და ზუსტი კომპლექტაცია (აწყობა) მიწოდების აგენტებისთვის გადასაცემად; საწყობში არსებული ნაშთების კონტროლი და პროდუქციის მახასიათებლების კარგი ცოდნა; საწყობის ტერიტორიაზე წესრიგისა და სისუფთავის შენარჩუნება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მართვის მოწმობა: B კატეგორია (სასურველია); საგარანტიო უზრუნველყოფა: უძრავი ქონება (სავალდებულო პირობა); ტექნიკური უნარები: მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი (ნაშთების ზუსტი აღრიცხვისთვის), ჯგუფური მუშაობის გამოცდილება. პიროვნული მახასიათებლები: სისწრაფე, ოპერატიულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი; ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა და მაღალი მოტივაცია; სანიმუშო სამუშაო ეთიკა, დისციპლინა და გუნდურობა; კეთილსინდისიერება, პასუხისმგებლობის გრძნობა და ყურადღება დეტალების მიმართ; ინიციატივიანობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი. სამუშაო პირობები: ანაზღაურება: 1500 - 2000+ ლარი; სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი. როგორ მოგვმართოთ: დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: olimpi1995@gmail.com დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 555 40 90 25

Source: hr.ge. Availability may change.