მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

STREAM

hr.ge

გენერალური დირექტორი

თბილისიბოლო ვადა 23 ნოე 2026
ვეძებთ გენერალურ დირექტორს სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრისთვის. კომპანია წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და წარმოდგენილია ფილიალების სახით თბილისში. პოზიციაზე მივესალმებით კანდიდატს მასშტაბური კომპლექსის მართვის გამოცდილებით. სამუშაო ადგილი: თამარ მეფის გამზ. №7 სამუშაო განაკვეთი: სრული ანაზღაურება: 4000 ლარი + ბონუსი ძირითადი მოვალეობები: კომპლექსის ოპერაციული მართვა; მომსახურების ერთიანი სტანდარტების დანერგვა და ხარისხის კონტროლი; გუნდის შერჩევა, განვითარება, შეფასება და საბონუსე სისტემების შემუშავება; ბიუჯეტის დაგეგმვა, შემოსავლების, ხარჯების კონტროლი და მომგებიანობის ზრდა; გაყიდვების გეგმის შემუშავება და შესრულების მონიტორინგი; მომხმარებელთა კმაყოფილების, არსებული წევრების შენარჩუნებისა და ახალი მომხმარებლების მოზიდვის სტრატეგიის შემუშავება; მარკეტინგული აქტივობების, გაყიდვების სტიმულირებისა და ახალი შემოსავლის წყაროების ძიება; სავარჯიშო აღჭურვილობის გამართულობის, ინფრასტრუქტურის, შესყიდვებისა და უსაფრთხოების სტანდარტების კონტროლი; ბიზნეს პროცესებისა და ციფრული სისტემების გაუმჯობესება; ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი, ახალი სერვისების დანერგვა; კომპანიის მფლობელთან/დამფუძნებლებთან რეგულარული ანგარიშგება. ძირითადი მოთხოვნები: უმაღლეს განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან მონათესავე მიმართულებით); რამდენიმე წლიანი გამოცდილება ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის; ფინანსური მართვა — ბიუჯეტირება, მოგება-ზარალის ანალიზი, ხარჯების კონტროლი და ანგარიშგება; MS Office პროგრამების ცოდნა. დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე talent@stream.com.ge არაუგვიანეს 23 ნოემბრისა. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან. თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.