STREAM
hr.geგენერალური დირექტორი
თბილისიApply by 23 Nov 2026
ვეძებთ გენერალურ დირექტორს სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრისთვის. კომპანია წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და წარმოდგენილია ფილიალების სახით თბილისში.
პოზიციაზე მივესალმებით კანდიდატს მასშტაბური კომპლექსის მართვის გამოცდილებით. სამუშაო ადგილი: თამარ მეფის გამზ. №7
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 4000 ლარი + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
კომპლექსის ოპერაციული მართვა;
მომსახურების ერთიანი სტანდარტების დანერგვა და ხარისხის კონტროლი;
გუნდის შერჩევა, განვითარება, შეფასება და საბონუსე სისტემების შემუშავება;
ბიუჯეტის დაგეგმვა, შემოსავლების, ხარჯების კონტროლი და მომგებიანობის ზრდა;
გაყიდვების გეგმის შემუშავება და შესრულების მონიტორინგი;
მომხმარებელთა კმაყოფილების, არსებული წევრების შენარჩუნებისა და ახალი მომხმარებლების მოზიდვის სტრატეგიის შემუშავება;
მარკეტინგული აქტივობების, გაყიდვების სტიმულირებისა და ახალი შემოსავლის წყაროების ძიება;
სავარჯიშო აღჭურვილობის გამართულობის, ინფრასტრუქტურის, შესყიდვებისა და უსაფრთხოების სტანდარტების კონტროლი;
ბიზნეს პროცესებისა და ციფრული სისტემების გაუმჯობესება;
ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი, ახალი სერვისების დანერგვა;
კომპანიის მფლობელთან/დამფუძნებლებთან რეგულარული ანგარიშგება.
ძირითადი მოთხოვნები:
უმაღლეს განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან მონათესავე მიმართულებით);
რამდენიმე წლიანი გამოცდილება ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის;
ფინანსური მართვა — ბიუჯეტირება, მოგება-ზარალის ანალიზი, ხარჯების კონტროლი და ანგარიშგება;
MS Office პროგრამების ცოდნა.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე talent@stream.com.ge არაუგვიანეს 23 ნოემბრისა.
გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
Source: hr.ge. Availability may change.