მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

არდი ფარმა

hr.ge

სამედიცინო წარმომადგენელი

თბილისიბოლო ვადა 4 დეკ 2026
ფარმაცევტული კომპანია „არდი ფარმა“, რომელიც ახორციელებს ევროპული მედიკამენტების იმპორტს და მარკეტინგს, აცხადებს ვაკანსიას სრულ განაკვეთზე სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე ქ. თბილისში. სამუშაოს აღწერილობა: სამედიცინო დაწესებულებებში და აფთიაქებში ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება დადგენილი გეგმის მიხედვით; ვიზიტის სათანადო ხარისხის უზრუნველყოფა კომპანიის მოთხოვნების მიხედვით; პოტენციურ კლიენტებთან (კლინიკების შესყიდვების სამსახურთან, ექიმებთან, ექთნებთან) შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება. კომპანიის პროდუქციის წარდგენა. კომპანიის პროდუქტების მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა; პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება, შენარჩუნება და მუდმივად ახალი კლიენტების დამატება; კომპანიის პროდუქციის პრომოციისთვის განსაზღვრული აქტივობების განხორციელება; კომპანიის პროდუქციის პოპულარიზაცია საქართველოს ბაზარზე; მივლინებები სხვადასხვა რეგიონში; ჩატარებული სამუშაოს შესახებ ყოველდღიური ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან; სხვა ყველა აქტივობა, რაც დაკავშირებულია კომპანიის ეფექტურ და ეფექტიან მუშაობასთან; კომპანიის მიერ დადგენილი გაყიდვების გეგმების შესრულება; ახალ პროდუქტებზე და კონკურენტებზე ინფორმაციის მუდმივი ძიება; პროდუქციის ნაშთების მუდმივი მონიტორინგი აფთიაქებში; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სამედიცინო განათლება; წარმომადგენლად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; დარწმუნების და მოლაპარაკების წარმოების უნარი; შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა, სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების წარმოების უნარი; პრეზენტაციის კარგი უნარი; გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; განვითარებაზე ორიენტირებულობა; უცხო გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი; სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა; საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე. საგამოცდო პერიოდი: 3 თვე. საწყისი ანაზღაურება: შეთანხმების საფუძველზე, კონკურენტული, დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე. საგამოცდო პერიოდის შემდეგ: ზრდადი ანაზღაურება ყოველთვიური ბონუს სისტემა დამოკიდებული იქნება გაყიდვების შედეგებზე. სოციალურ პაკეტი (სატელეფონო, სატრანსპორტო ხარჯები, ჯანმრთელობის დაზღვევა). დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელ. მისამართზე: info@rdpharma.ge დასახელებაში მიუთითეთ - თბილისი. მხოლოდ კანდიდატთა გარკვეულ ნაწილთან მოხდება გასაუბრებისათვის დაკავშირება.

წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.