არდი ფარმა
hr.geსამედიცინო წარმომადგენელი
თბილისიApply by 4 Dec 2026
ფარმაცევტული კომპანია „არდი ფარმა“, რომელიც ახორციელებს ევროპული მედიკამენტების იმპორტს და მარკეტინგს, აცხადებს ვაკანსიას სრულ განაკვეთზე სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე ქ. თბილისში.
სამუშაოს აღწერილობა:
სამედიცინო დაწესებულებებში და აფთიაქებში ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება დადგენილი გეგმის მიხედვით; ვიზიტის სათანადო ხარისხის უზრუნველყოფა კომპანიის მოთხოვნების მიხედვით;
პოტენციურ კლიენტებთან (კლინიკების შესყიდვების სამსახურთან, ექიმებთან, ექთნებთან) შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება. კომპანიის პროდუქციის წარდგენა.
კომპანიის პროდუქტების მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა;
პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება, შენარჩუნება და მუდმივად ახალი კლიენტების დამატება;
კომპანიის პროდუქციის პრომოციისთვის განსაზღვრული აქტივობების განხორციელება;
კომპანიის პროდუქციის პოპულარიზაცია საქართველოს ბაზარზე;
მივლინებები სხვადასხვა რეგიონში;
ჩატარებული სამუშაოს შესახებ ყოველდღიური ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან;
სხვა ყველა აქტივობა, რაც დაკავშირებულია კომპანიის ეფექტურ და ეფექტიან მუშაობასთან;
კომპანიის მიერ დადგენილი გაყიდვების გეგმების შესრულება;
ახალ პროდუქტებზე და კონკურენტებზე ინფორმაციის მუდმივი ძიება;
პროდუქციის ნაშთების მუდმივი მონიტორინგი აფთიაქებში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სამედიცინო განათლება;
წარმომადგენლად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
დარწმუნების და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა, სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
პრეზენტაციის კარგი უნარი;
გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
განვითარებაზე ორიენტირებულობა;
უცხო გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი;
სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე.
საგამოცდო პერიოდი: 3 თვე.
საწყისი ანაზღაურება: შეთანხმების საფუძველზე, კონკურენტული, დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე.
საგამოცდო პერიოდის შემდეგ:
ზრდადი ანაზღაურება ყოველთვიური ბონუს სისტემა დამოკიდებული იქნება გაყიდვების შედეგებზე.
სოციალურ პაკეტი (სატელეფონო, სატრანსპორტო ხარჯები, ჯანმრთელობის დაზღვევა).
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელ. მისამართზე: info@rdpharma.ge
დასახელებაში მიუთითეთ - თბილისი.
მხოლოდ კანდიდატთა გარკვეულ ნაწილთან მოხდება გასაუბრებისათვის დაკავშირება.
Source: hr.ge. Availability may change.