მაღაზიათა ქსელი ორი ნაბიჯი
hr.geგათბობა-კონდიცირების სპეციალისტი
თბილისიბოლო ვადა 4 დეკ 2026
2 ნაბიჯი ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისთვის 2 ნაბიჯი მთელი ქვეყნის მასშტაბით 600-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს.
2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.
„2 ნაბიჯი“ ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.
მაღაზიათა ქსელი „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ვაკანსიას გათბობა-კონდიცირების სპეციალისტის პოზიციაზე ქ.თბილისში
გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 – 18:00
ბენეფიტები:
ჯანმრთელობის დაზღვევა;
საწვავი;
სატელეფონო ლიმიტი;
ძირითადი ფუნქციები:
გათბობა-გაგრილების სისტემების წმენდა და გეგმიური პროფილაქტიკური შემოწმება/დიაგნოსტირება;
დანადგარის დაზიანების შემთხვევაში ზუსტი დიაგნოსტიკა და შეკეთება;
დაზიანებული მოწყობილობების შესაკეთებლად აუცილებელი სათადარიგო ნაწილების შესყიდვის ინიცირება;
გამოყენებული სათადარიგო ნაწილების აღრიცხვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
საკუთარი ავტომობილის ფლობა;
უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებით ან შესაბამისი სერთიფიკატით.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/5HxpHkE
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.