Skip to main content
Back to all jobs

მაღაზიათა ქსელი ორი ნაბიჯი

hr.ge

გათბობა-კონდიცირების სპეციალისტი

თბილისიApply by 4 Dec 2026
2 ნაბიჯი ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისთვის 2 ნაბიჯი მთელი ქვეყნის მასშტაბით 600-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით. „2 ნაბიჯი“ ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ. მაღაზიათა ქსელი „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ვაკანსიას გათბობა-კონდიცირების სპეციალისტის პოზიციაზე ქ.თბილისში გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 – 18:00 ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა; საწვავი; სატელეფონო ლიმიტი; ძირითადი ფუნქციები: გათბობა-გაგრილების სისტემების წმენდა და გეგმიური პროფილაქტიკური შემოწმება/დიაგნოსტირება; დანადგარის დაზიანების შემთხვევაში ზუსტი დიაგნოსტიკა და შეკეთება; დაზიანებული მოწყობილობების შესაკეთებლად აუცილებელი სათადარიგო ნაწილების შესყიდვის ინიცირება; გამოყენებული სათადარიგო ნაწილების აღრიცხვა; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: საკუთარი ავტომობილის ფლობა; უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებით ან შესაბამისი სერთიფიკატით. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/5HxpHkE

Source: hr.ge. Availability may change.