BET25
hr.geპოკერ კლუბის დილერი
თბილისიბოლო ვადა 4 დეკ 2026
BET25 აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: პოკერ კლუბის დილერი.
BET25 არის ინოვაციური გართობის სივრცე, რომელიც ორიენტირებულია სიახლეებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე, მომხმარებლებისთვის საუკეთესო გარემოს შექმნასა და მრავალფეროვანი გასართობი სივრცის განვითარებაზე.
ადგილმდებარეობა თბილისი, საბურთალო, პეკინის გამზირი №41
სამუშაო გრაფიკი 2/2 (ორი სამუშაო დღე, ორი დასვენების დღე)
ანაზღაურება 1400–1800 ლარი + ბონუსი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
პოკერის თამაშის პროცესის წარმართვა დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად;
თამაშის წესების დაცვა და მონაწილეებისთვის მათი განმარტება საჭიროების შემთხვევაში;
კარტების დარიგება და თამაშის მიმდინარეობის კონტროლი;
თამაშის პროცესში სიზუსტისა და სამართლიანობის უზრუნველყოფა;
მოთამაშეებთან თავაზიანი და პროფესიული კომუნიკაცია;
სამუშაო ადგილზე წესრიგისა და მომსახურების სტანდარტების დაცვა;
უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები / უნარები:
სასურველია დილერად მუშაობის გამოცდილება (გამოცდილების არქონის შემთხვევაშიც განიხილება კანდიდატურა);
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ყურადღებიანობა;
სწრაფი აზროვნებისა და კონცენტრაციის უნარი;
კარგი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი.
BET25 გთავაზობთ:
დრესკოდის უზრუნველყოფას;
კვებას;
პროფესიული განვითარების ტრენინგებს;
სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@bet25.ge
ელფოსტის სათაურში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება — „პოკერ კლუბის დილერი“.
რეზიუმეების განხილვის შედეგად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.