Skip to main content
Back to all jobs

BET25

hr.ge

პოკერ კლუბის დილერი

თბილისიApply by 4 Dec 2026
BET25 აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: პოკერ კლუბის დილერი. BET25 არის ინოვაციური გართობის სივრცე, რომელიც ორიენტირებულია სიახლეებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე, მომხმარებლებისთვის საუკეთესო გარემოს შექმნასა და მრავალფეროვანი გასართობი სივრცის განვითარებაზე. ადგილმდებარეობა თბილისი, საბურთალო, პეკინის გამზირი №41 სამუშაო გრაფიკი 2/2 (ორი სამუშაო დღე, ორი დასვენების დღე) ანაზღაურება 1400–1800 ლარი + ბონუსი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: პოკერის თამაშის პროცესის წარმართვა დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად; თამაშის წესების დაცვა და მონაწილეებისთვის მათი განმარტება საჭიროების შემთხვევაში; კარტების დარიგება და თამაშის მიმდინარეობის კონტროლი; თამაშის პროცესში სიზუსტისა და სამართლიანობის უზრუნველყოფა; მოთამაშეებთან თავაზიანი და პროფესიული კომუნიკაცია; სამუშაო ადგილზე წესრიგისა და მომსახურების სტანდარტების დაცვა; უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები / უნარები: სასურველია დილერად მუშაობის გამოცდილება (გამოცდილების არქონის შემთხვევაშიც განიხილება კანდიდატურა); პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ყურადღებიანობა; სწრაფი აზროვნებისა და კონცენტრაციის უნარი; კარგი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი; სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა; სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა; სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი. BET25 გთავაზობთ: დრესკოდის უზრუნველყოფას; კვებას; პროფესიული განვითარების ტრენინგებს; სასიამოვნო სამუშაო გარემოს; პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@bet25.ge ელფოსტის სათაურში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება — „პოკერ კლუბის დილერი“. რეზიუმეების განხილვის შედეგად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

Source: hr.ge. Availability may change.