გუდვილი
hr.geმთავარი ოსტატი / ყასაბი
თბილისიბოლო ვადა 4 დეკ 2026
"გუდვილი" - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას.
"გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ოსტატის / ყასბის პოზიციაზე.
გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს!
ფუნქცია-მოვალეობები:
საქონლის სრულად დაჭრა, დამუშავება;
დანადგარებთან მუშაობა;
ხორცპროდუქტების ხარისხის კონტროლი;
სანიტარული და უსაფრთხოების ნორმების დაცვა და კონტროლი.
ძირითადი მოთხოვნები:
პასუხისმგებლობის გრძნობა;
ყასაბად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
სხვადასხვა ხორცის სახეობების, მათი ჭრის ტექნიკების და დამუშავების ცოდნა;
სანიტარული და უსაფრთხოების წესების ცოდნა.
სამუშაო პირობები:
გრაფიკი: 40 სამუშაო საათი კვირაში;
ანაზღაურება: საათობრივი (თვეში მინიმუმ 1700 ლარიდან) + ეფექტური საბონუსე სისტემა;
ლოკაცია: დიღომი;
ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ.
ჩვენ გთავაზობთ:
კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
გუდვილის ფასდაკლების ბარათს;
ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია;
Fitpass ბარათს.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/6gFYUOvb
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577 200 712
გისურვებთ წარმატებას!
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.