Skip to main content
Back to all jobs

გუდვილი

hr.ge

მთავარი ოსტატი / ყასაბი

თბილისიApply by 4 Dec 2026
"გუდვილი" - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას. "გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ოსტატის / ყასბის პოზიციაზე. გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს! ფუნქცია-მოვალეობები: საქონლის სრულად დაჭრა, დამუშავება; დანადგარებთან მუშაობა; ხორცპროდუქტების ხარისხის კონტროლი; სანიტარული და უსაფრთხოების ნორმების დაცვა და კონტროლი. ძირითადი მოთხოვნები: პასუხისმგებლობის გრძნობა; ყასაბად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; სხვადასხვა ხორცის სახეობების, მათი ჭრის ტექნიკების და დამუშავების ცოდნა; სანიტარული და უსაფრთხოების წესების ცოდნა. სამუშაო პირობები: გრაფიკი: 40 სამუშაო საათი კვირაში; ანაზღაურება: საათობრივი (თვეში მინიმუმ 1700 ლარიდან) + ეფექტური საბონუსე სისტემა; ლოკაცია: დიღომი; ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ. ჩვენ გთავაზობთ: კარიერული განვითარების შესაძლებლობას; მოქნილ სამუშაო გრაფიკს; გუდვილის ფასდაკლების ბარათს; ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია; Fitpass ბარათს. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/6gFYUOvb დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577 200 712 გისურვებთ წარმატებას!

Source: hr.ge. Availability may change.