Situationist
hr.geთარგის გამომჭრელი
თბილისიბოლო ვადა 4 დეკ 2026
Situationist აცხადებს ვაკანსიას თარგის გამომჭრელის პოზიციაზე
პოზიცია: თარგის გამომჭრელი
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
მდებარეობა: თბილისი, სამგორი
ძირითადი მოვალეობები:
დამტკიცებული კონსტრუქციებისა და შაბლონების საფუძველზე ქსოვილის ზუსტი გამოჭრა და დამუშავებისთვის მომზადება;
ქსოვილის სპეციფიკის, მიმართულების, ნახატის (print) და ტექსტურის გათვალისწინებით თარგების სწორად განლაგება;
თარგების, ლეკალებისა და ტექნიკური მითითებების შესაბამისად დეტალების მაღალი სიზუსტით გამოჭრა;
ქსოვილის ხარჯვის ოპტიმიზაცია და ნარჩენების მინიმუმამდე შემცირება;
გამოჭრილი დეტალების ხარისხის, სიზუსტისა და შესაბამისობის კონტროლი წარმოების დაწყებამდე;
მკერავებთან, კონსტრუქტორთან და ატელიეს გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა სამუშაო პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით;
ინდივიდუალური შეკვეთებისა და კოლექციის მოდელების გამოჭრის პროცესში მონაწილეობა;
სამუშაო პროცესში საჭრელი დანადგარების, ინსტრუმენტებისა და შესაბამისი ინვენტარის სწორად და უსაფრთხოდ გამოყენება;
თარგების, ლეკალებისა და სამუშაო მასალების მოწესრიგებულად შენახვა და აღრიცხვა;
პროდუქციის ხარისხის სტანდარტების დაცვა გამოჭრის პროცესის ყველა ეტაპზე;
წარმოების პროცესის ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;
დაკისრებული სამუშაოს დადგენილ ვადებში (deadlines) შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
თარგის გამომჭრელად მუშაობის გამოცდილება მოდის, ატელიეს ან წარმოების სფეროში;
ხელით და სპეციალური საჭრელი ინსტრუმენტებით მუშაობის გამოცდილება;
ქსოვილებისა და სხვადასხვა ტიპის მასალების მახასიათებლების ცოდნა;
სამუშაო პროცესის ეფექტურად დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
თარგების წაკითხვისა და მათ მიხედვით ზუსტი მუშაობის უნარი;
ორგანიზებულობა, ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი;
დეტალებზე ორიენტირებულობა, ტექნიკური სიზუსტე და მაღალი ხარისხის სტანდარტებზე ორიენტირებულობა;
ინტერესი მოდისა და მაღალი ხარისხის პროდუქციის შექმნის მიმართ.
დაინტერესების შემთხვევაში CV გაგვიზიარეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: recruitment@boundsolutions.ge
CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:
თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს „ბაუნდ ეიჩარ სოლუშენის” მიერ;
ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.