Skip to main content
Back to all jobs

Situationist

hr.ge

თარგის გამომჭრელი

თბილისიApply by 4 Dec 2026
Situationist აცხადებს ვაკანსიას თარგის გამომჭრელის პოზიციაზე პოზიცია: თარგის გამომჭრელი გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი მდებარეობა: თბილისი, სამგორი ძირითადი მოვალეობები: დამტკიცებული კონსტრუქციებისა და შაბლონების საფუძველზე ქსოვილის ზუსტი გამოჭრა და დამუშავებისთვის მომზადება; ქსოვილის სპეციფიკის, მიმართულების, ნახატის (print) და ტექსტურის გათვალისწინებით თარგების სწორად განლაგება; თარგების, ლეკალებისა და ტექნიკური მითითებების შესაბამისად დეტალების მაღალი სიზუსტით გამოჭრა; ქსოვილის ხარჯვის ოპტიმიზაცია და ნარჩენების მინიმუმამდე შემცირება; გამოჭრილი დეტალების ხარისხის, სიზუსტისა და შესაბამისობის კონტროლი წარმოების დაწყებამდე; მკერავებთან, კონსტრუქტორთან და ატელიეს გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა სამუშაო პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით; ინდივიდუალური შეკვეთებისა და კოლექციის მოდელების გამოჭრის პროცესში მონაწილეობა; სამუშაო პროცესში საჭრელი დანადგარების, ინსტრუმენტებისა და შესაბამისი ინვენტარის სწორად და უსაფრთხოდ გამოყენება; თარგების, ლეკალებისა და სამუშაო მასალების მოწესრიგებულად შენახვა და აღრიცხვა; პროდუქციის ხარისხის სტანდარტების დაცვა გამოჭრის პროცესის ყველა ეტაპზე; წარმოების პროცესის ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა; დაკისრებული სამუშაოს დადგენილ ვადებში (deadlines) შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები თარგის გამომჭრელად მუშაობის გამოცდილება მოდის, ატელიეს ან წარმოების სფეროში; ხელით და სპეციალური საჭრელი ინსტრუმენტებით მუშაობის გამოცდილება; ქსოვილებისა და სხვადასხვა ტიპის მასალების მახასიათებლების ცოდნა; სამუშაო პროცესის ეფექტურად დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი; თარგების წაკითხვისა და მათ მიხედვით ზუსტი მუშაობის უნარი; ორგანიზებულობა, ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი; დეტალებზე ორიენტირებულობა, ტექნიკური სიზუსტე და მაღალი ხარისხის სტანდარტებზე ორიენტირებულობა; ინტერესი მოდისა და მაღალი ხარისხის პროდუქციის შექმნის მიმართ. დაინტერესების შემთხვევაში CV გაგვიზიარეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: recruitment@boundsolutions.ge CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ: თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს „ბაუნდ ეიჩარ სოლუშენის” მიერ; ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის); პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში; პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).

Source: hr.ge. Availability may change.