მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

Situationist

hr.ge

წარმოების ზედამხედველი

თბილისიბოლო ვადა 4 დეკ 2026
Situationist აცხადებს ვაკანსიას წარმოების ზედამხედველის პოზიციაზე. გრაფიკი: ორშაბათი-პარსსკევი მდებარეობა: თბილისი ძირითადი მოვალეობები: ატელიესა და წარმოების ყოველდღიური პროცესების ორგანიზება და კოორდინაცია; მკერავებსა და კონტრაქტორებს შორის სამუშაო დავალებების განაწილება, შესრულების ვადებისა და ხარისხის მონიტორინგი; წარმოებისთვის საჭირო ქსოვილების, მასალებისა და რესურსების საჭიროების განსაზღვრა და შესყიდვების პროცესის კოორდინაცია; მომწოდებლებთან კომუნიკაცია, შეთავაზებების შედარება და მიწოდების პირობების შეთანხმება; მასალების მარაგების, წარმოების ხარჯებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის აღრიცხვა; საერთაშორისო და ადგილობრივი გადაზიდვების, საკურიერო მომსახურებისა და საჭიროების შემთხვევაში საბაჟო პროცედურების კოორდინაცია; მზა პროდუქციის შეფუთვისა და გაგზავნის პროცესის ორგანიზება; ბუღალტერიასთან და სხვა ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობა, საოპერაციო ინფორმაციისა და ანგარიშგების უზრუნველყოფა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: წარმოების, ოპერაციების, ლოგისტიკის ან შესყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება; ტექსტილის, ტანსაცმლის წარმოების ან მოდის ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; წარმოების, შესყიდვებისა და ლოგისტიკური პროცესების ორგანიზებისა და კოორდინაციის ცოდნა; მომწოდებლებთან და პარტნიორებთან საქმიანი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი; საოპერაციო და ფინანსური ანგარიშების მომზადებისა და დოკუმენტაციის წარმოების უნარი; საერთაშორისო გადაზიდვებისა და საბაჟო პროცედურების საბაზისო ცოდნა; MS OFFICE-ის პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა; ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად); ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; დაგეგმვისა და დროის ეფექტიანად მართვის უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი; რამდენიმე პროცესის პარალელურად მართვის უნარი. დაინტერესების შემთხვევაში CV გაგვიზიარეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: recruitment@boundsolutions.ge CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ: თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს „ბაუნდ ეიჩარ სოლუშენის” მიერ; ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის); პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში; პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).

წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.