Situationist
hr.geწარმოების ზედამხედველი
თბილისიApply by 4 Dec 2026
Situationist აცხადებს ვაკანსიას წარმოების ზედამხედველის პოზიციაზე.
გრაფიკი: ორშაბათი-პარსსკევი
მდებარეობა: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
ატელიესა და წარმოების ყოველდღიური პროცესების ორგანიზება და კოორდინაცია;
მკერავებსა და კონტრაქტორებს შორის სამუშაო დავალებების განაწილება, შესრულების ვადებისა და ხარისხის მონიტორინგი;
წარმოებისთვის საჭირო ქსოვილების, მასალებისა და რესურსების საჭიროების განსაზღვრა და შესყიდვების პროცესის კოორდინაცია;
მომწოდებლებთან კომუნიკაცია, შეთავაზებების შედარება და მიწოდების პირობების შეთანხმება;
მასალების მარაგების, წარმოების ხარჯებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის აღრიცხვა;
საერთაშორისო და ადგილობრივი გადაზიდვების, საკურიერო მომსახურებისა და საჭიროების შემთხვევაში საბაჟო პროცედურების კოორდინაცია;
მზა პროდუქციის შეფუთვისა და გაგზავნის პროცესის ორგანიზება;
ბუღალტერიასთან და სხვა ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობა, საოპერაციო ინფორმაციისა და ანგარიშგების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
წარმოების, ოპერაციების, ლოგისტიკის ან შესყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
ტექსტილის, ტანსაცმლის წარმოების ან მოდის ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
წარმოების, შესყიდვებისა და ლოგისტიკური პროცესების ორგანიზებისა და კოორდინაციის ცოდნა;
მომწოდებლებთან და პარტნიორებთან საქმიანი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
საოპერაციო და ფინანსური ანგარიშების მომზადებისა და დოკუმენტაციის წარმოების უნარი;
საერთაშორისო გადაზიდვებისა და საბაჟო პროცედურების საბაზისო ცოდნა;
MS OFFICE-ის პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა;
ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
დაგეგმვისა და დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი;
რამდენიმე პროცესის პარალელურად მართვის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში CV გაგვიზიარეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: recruitment@boundsolutions.ge
CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:
თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს „ბაუნდ ეიჩარ სოლუშენის” მიერ;
ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
Source: hr.ge. Availability may change.