ქარექს ავტო
hr.geგაყიდვების ხელმძღვანელი
თბილისიბოლო ვადა 4 დეკ 2026
„ქარექს ავტო“ არის ლოჯისტიკური კომპანია, რომელიც გამოცდილი გუნდით უზრუნველყოფს ავტომობილების იმპორტს აშშ-ის წამყვანი აუქციონებიდან საქართველოში.
თბილისის ოფისისთვის ვეძებთ გაყიდვების ხელმძღვანელს, რომელიც უხელმძღვანელებს გაყიდვების გუნდს, განავითარებს გაყიდვების პროცესს და პასუხისმგებელი იქნება გუნდის შედეგებზე.
ძირითადი მოვალეობები:
გაყიდვების გუნდის ყოველდღიური მართვა, ამოცანების განაწილება და შესრულების კონტროლი;
გაყიდვების გეგმების შემუშავება და მათი შესრულების უზრუნველყოფა;
შემოსული ლიდების განაწილება და მომხმარებლებთან დროული კომუნიკაციის კონტროლი;
გაყიდვების მაჩვენებლების ანალიზი და კონვერსიის გაუმჯობესება;
გუნდის წევრების სწავლება, განვითარება და მოტივაცია;
მომხმარებელთა ბაზის წარმოებისა და განახლების კონტროლი;
მნიშვნელოვან მომხმარებლებთან მოლაპარაკება და რთულ შემთხვევებში გუნდის მხარდაჭერა;
ხელმძღვანელობისთვის გაყიდვების შედეგების შესახებ რეგულარული ანგარიშგება.
რას ველით კანდიდატისგან:
გაყიდვებში მუშაობისა და გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელობის გამოცდილებას;
გუნდისთვის მიზნების დასახვისა და შედეგების მართვის უნარს;
მოლაპარაკებისა და მომხმარებელთან ურთიერთობის ძლიერ უნარებს;
ანალიტიკურ აზროვნებას, ორგანიზებულობასა და პასუხისმგებლობის გრძნობას;
ინიციატივიანობას და გუნდის განვითარების სურვილს.
ავტომობილების სპეციფიკის, აშშ-ის აუქციონებისა და იმპორტის პროცესის ცოდნა, ასევე უცხო ენების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.
მოჭრილი ანაზღაურება: 2000 ლარი, + შედეგებზე მიბმული ბონუსი.
ჩვენ გთავაზობთ:
გამოცდილ და მეგობრულ გუნდს;
გაყიდვების პროცესების განვითარებაში აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობას;
პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის პერსპექტივას.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე: sales@crx.ge წერილის სათაურში მიუთითეთ: „გაყიდვების ხელმძღვანელი“.
გაგვიცანით: ვებგვერდი
| Facebook | TikTok
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.