Skip to main content
Back to all jobs

ქარექს ავტო

hr.ge

გაყიდვების ხელმძღვანელი

თბილისიApply by 4 Dec 2026
„ქარექს ავტო“ არის ლოჯისტიკური კომპანია, რომელიც გამოცდილი გუნდით უზრუნველყოფს ავტომობილების იმპორტს აშშ-ის წამყვანი აუქციონებიდან საქართველოში. თბილისის ოფისისთვის ვეძებთ გაყიდვების ხელმძღვანელს, რომელიც უხელმძღვანელებს გაყიდვების გუნდს, განავითარებს გაყიდვების პროცესს და პასუხისმგებელი იქნება გუნდის შედეგებზე. ძირითადი მოვალეობები: გაყიდვების გუნდის ყოველდღიური მართვა, ამოცანების განაწილება და შესრულების კონტროლი; გაყიდვების გეგმების შემუშავება და მათი შესრულების უზრუნველყოფა; შემოსული ლიდების განაწილება და მომხმარებლებთან დროული კომუნიკაციის კონტროლი; გაყიდვების მაჩვენებლების ანალიზი და კონვერსიის გაუმჯობესება; გუნდის წევრების სწავლება, განვითარება და მოტივაცია; მომხმარებელთა ბაზის წარმოებისა და განახლების კონტროლი; მნიშვნელოვან მომხმარებლებთან მოლაპარაკება და რთულ შემთხვევებში გუნდის მხარდაჭერა; ხელმძღვანელობისთვის გაყიდვების შედეგების შესახებ რეგულარული ანგარიშგება. რას ველით კანდიდატისგან: გაყიდვებში მუშაობისა და გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელობის გამოცდილებას; გუნდისთვის მიზნების დასახვისა და შედეგების მართვის უნარს; მოლაპარაკებისა და მომხმარებელთან ურთიერთობის ძლიერ უნარებს; ანალიტიკურ აზროვნებას, ორგანიზებულობასა და პასუხისმგებლობის გრძნობას; ინიციატივიანობას და გუნდის განვითარების სურვილს. ავტომობილების სპეციფიკის, აშშ-ის აუქციონებისა და იმპორტის პროცესის ცოდნა, ასევე უცხო ენების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად. მოჭრილი ანაზღაურება: 2000 ლარი, + შედეგებზე მიბმული ბონუსი. ჩვენ გთავაზობთ: გამოცდილ და მეგობრულ გუნდს; გაყიდვების პროცესების განვითარებაში აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობას; პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის პერსპექტივას. დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე: sales@crx.ge წერილის სათაურში მიუთითეთ: „გაყიდვების ხელმძღვანელი“. გაგვიცანით: ვებგვერდი | Facebook | TikTok

Source: hr.ge. Availability may change.