ტერაბანკი
hr.geსაკორესპონდენტო ურთიერთობების და ანგარიშსწორების ჯგუფის უფროსი
თბილისიბოლო ვადა 21 ნოე 2026
ტერაბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - საკორესპონდენტო ურთიერთობების და ანგარიშსწორების ჯგუფის უფროსი.
ეს ვაკანსია შენთვისაა თუ გაქვს:
უმაღლესი განათლება ფინანსების, საბანკო საქმის ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
საბანკო სექტორში მუშაობის მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება ანგარიშსწორების მიმართულებით;
ანგარიშსწორების პროცესების ორგანიზებისა და კონტროლის გამოცდილება;
SWIFT -ის საერთაშორისო საგადახდო სისტემისა და საბანკო ანგარიშსწორებების ცოდნა;
საკორესპონდენტო ანგარიშების (NOSTRO/LORO) მუშაობის პრინციპების ცოდნა;
ადგილობრივი და საერთოშორისო გადარიცხვედის დამუშავების პროცესების ცოდნა;
RTGS სისტემის მუშაობის პრინციპების ცოდნა;
საბანკო ოპერაციებთან დაკავშირებული მარეგულირებელი მოთხოვნების ცოდნა;
ინგლისური ენის ცოდნა;
გუნდის მართვის ან სამუშაო პროცესების კოორდინაციის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
შენი მოვალეობა იქნება:
საკორესპონდენტო ურთიერთობებთან დაკავშირებული პროცესების მართვა, მათ შორის ახალი საკორესპონდენტო ანგარიშების გახსნის/ცვლილების/დახურვის პროცესის კოორდინაცია და ბანკ-კორესპონდენტებთან საქმიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
საკორესპონდენტო ანგარიშებზე ნაშთების, მოძრაობების, საკომისიოებისა და პროცენტების კონტროლის, ასევე ანგარიშების რეკონსილაციის პროცესის ორგანიზება და ზედამხედველობა;
ადგილობრივი და საერთაშორისო ანგარიშსწორების ოპერაციების დროულობისა და სისწორის კონტროლი, მათ შორის SWIFT, B2B და RTGS არხებით განხორციელებული ოპერაციების ფარგლებში;
ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული SWIFT/ISO 20022 შეტყობინებებისა და სხვა შესაბამისი ტრანზაქციების ავტორიზაცია მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;
ხაზინის მიერ განხორციელებული გარიგებების (მათ შორის FX, Money Market, ფასიანი ქაღალდები და სხვა ფინანსური ინსტრუმენტები) ანგარიშსწორების, შესაბამისი ბუღალტრული ასახვისა და შეტყობინებების კონტროლი/ავტორიზაცია კომპეტენციის ფარგლებში;
ბანკის კლიენტების სასარგებლოდ მიღებული ჩარიცხვების, გაურკვეველი თანხებისა და ჯგუფის კონტროლის ქვეშ არსებული სატრანზიტო ანგარიშების დროული დამუშავებისა და მონიტორინგის უზრუნველყოფა;
RTGS სისტემაში და სხვა ანგარიშსწორების ინფრასტრუქტურებში განხორციელებული ოპერაციების მონიტორინგი, შეუსაბამობებისა და შეფერხებების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირების ორგანიზება;
ჯგუფის მიერ შესრულებულ ოპერაციებზე ყოველდღიური/პერიოდული კონტროლის განხორციელება, საკონტროლო მექანიზმების ეფექტიანობის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი კონტროლების ინიცირება;
ოპერაციული ინციდენტების, შეცდომებისა და შეუსაბამობების მართვა: მიზეზების იდენტიფიცირება, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ინფორმირება, გამოსასწორებელი ღონისძიებების კოორდინაცია და განმეორების პრევენცია;
ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რეპორტინგის მომზადებისა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან/მენეჯმენტთან დროული მიწოდების უზრუნველყოფა;
ახალი პროდუქტების, სისტემების, მოდულებისა და მარეგულირებელი ცვლილებების დანერგვის პროცესებში მონაწილეობა; ჯგუფის კომპეტენციის ფარგლებში მოთხოვნების განსაზღვრა, ტესტირების ორგანიზება და შედეგების შეფასება;
ანგარიშსწორების პროცესების ოპტიმიზაციისა და ავტომატიზაციის შესაძლებლობების გამოვლენა, შესაბამისი ინიციატივების მომზადება და დანერგვის კოორდინაცია;
ჩვენ გთავაზობთ:
ჯანმრთელობის დაზღვევას
ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე
გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, წარმოაჩინო შენი უნარები, თამამად გამოხატო იდეები და ინიციატივები
სამუშაო პირობები:
სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი; კვირაში 5 სამუშაო დღე (3 დღე ოფისში, 2 დღე დისტანციურად)
ფიქსირებული ხელფასი + წლიური ბონუსი
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/FRbIRNDc
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.