Skip to main content
Back to all jobs

ტერაბანკი

hr.ge

საკორესპონდენტო ურთიერთობების და ანგარიშსწორების ჯგუფის უფროსი

თბილისიApply by 21 Nov 2026
ტერაბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - საკორესპონდენტო ურთიერთობების და ანგარიშსწორების ჯგუფის უფროსი. ეს ვაკანსია შენთვისაა თუ გაქვს: უმაღლესი განათლება ფინანსების, საბანკო საქმის ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით; საბანკო სექტორში მუშაობის მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება ანგარიშსწორების მიმართულებით; ანგარიშსწორების პროცესების ორგანიზებისა და კონტროლის გამოცდილება; SWIFT -ის საერთაშორისო საგადახდო სისტემისა და საბანკო ანგარიშსწორებების ცოდნა; საკორესპონდენტო ანგარიშების (NOSTRO/LORO) მუშაობის პრინციპების ცოდნა; ადგილობრივი და საერთოშორისო გადარიცხვედის დამუშავების პროცესების ცოდნა; RTGS სისტემის მუშაობის პრინციპების ცოდნა; საბანკო ოპერაციებთან დაკავშირებული მარეგულირებელი მოთხოვნების ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა; გუნდის მართვის ან სამუშაო პროცესების კოორდინაციის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; შენი მოვალეობა იქნება: საკორესპონდენტო ურთიერთობებთან დაკავშირებული პროცესების მართვა, მათ შორის ახალი საკორესპონდენტო ანგარიშების გახსნის/ცვლილების/დახურვის პროცესის კოორდინაცია და ბანკ-კორესპონდენტებთან საქმიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფა; საკორესპონდენტო ანგარიშებზე ნაშთების, მოძრაობების, საკომისიოებისა და პროცენტების კონტროლის, ასევე ანგარიშების რეკონსილაციის პროცესის ორგანიზება და ზედამხედველობა; ადგილობრივი და საერთაშორისო ანგარიშსწორების ოპერაციების დროულობისა და სისწორის კონტროლი, მათ შორის SWIFT, B2B და RTGS არხებით განხორციელებული ოპერაციების ფარგლებში; ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული SWIFT/ISO 20022 შეტყობინებებისა და სხვა შესაბამისი ტრანზაქციების ავტორიზაცია მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში; ხაზინის მიერ განხორციელებული გარიგებების (მათ შორის FX, Money Market, ფასიანი ქაღალდები და სხვა ფინანსური ინსტრუმენტები) ანგარიშსწორების, შესაბამისი ბუღალტრული ასახვისა და შეტყობინებების კონტროლი/ავტორიზაცია კომპეტენციის ფარგლებში; ბანკის კლიენტების სასარგებლოდ მიღებული ჩარიცხვების, გაურკვეველი თანხებისა და ჯგუფის კონტროლის ქვეშ არსებული სატრანზიტო ანგარიშების დროული დამუშავებისა და მონიტორინგის უზრუნველყოფა; RTGS სისტემაში და სხვა ანგარიშსწორების ინფრასტრუქტურებში განხორციელებული ოპერაციების მონიტორინგი, შეუსაბამობებისა და შეფერხებების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირების ორგანიზება; ჯგუფის მიერ შესრულებულ ოპერაციებზე ყოველდღიური/პერიოდული კონტროლის განხორციელება, საკონტროლო მექანიზმების ეფექტიანობის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი კონტროლების ინიცირება; ოპერაციული ინციდენტების, შეცდომებისა და შეუსაბამობების მართვა: მიზეზების იდენტიფიცირება, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ინფორმირება, გამოსასწორებელი ღონისძიებების კოორდინაცია და განმეორების პრევენცია; ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რეპორტინგის მომზადებისა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან/მენეჯმენტთან დროული მიწოდების უზრუნველყოფა; ახალი პროდუქტების, სისტემების, მოდულებისა და მარეგულირებელი ცვლილებების დანერგვის პროცესებში მონაწილეობა; ჯგუფის კომპეტენციის ფარგლებში მოთხოვნების განსაზღვრა, ტესტირების ორგანიზება და შედეგების შეფასება; ანგარიშსწორების პროცესების ოპტიმიზაციისა და ავტომატიზაციის შესაძლებლობების გამოვლენა, შესაბამისი ინიციატივების მომზადება და დანერგვის კოორდინაცია; ჩვენ გთავაზობთ: ჯანმრთელობის დაზღვევას ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, წარმოაჩინო შენი უნარები, თამამად გამოხატო იდეები და ინიციატივები სამუშაო პირობები: სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი; კვირაში 5 სამუშაო დღე (3 დღე ოფისში, 2 დღე დისტანციურად) ფიქსირებული ხელფასი + წლიური ბონუსი ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/FRbIRNDc

Source: hr.ge. Availability may change.