ALUMET
hr.geდამწყები საიტ მენეჯერი
თბილისიბოლო ვადა 3 დეკ 2026
სამშენებლო კომპანია შპს „ალუმეტ“ აცხადებს ვაკანსიას Junior Site Manager / დამწყები საიტ მენეჯერის პოზიციაზე.
შპს „ალუმეტ“ 2009 წლიდან საქმიანობს სამშენებლო სფეროში. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა ალუმინისა და მინის საფასადე სისტემების, ალუმინისა და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების, ვენტილირებადი ფასადებისა და მინის მოაჯირების მოწყობა.
ვეძებთ სამშენებლო ან შესაბამისი ტექნიკური მიმართულების სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, რომლებსაც სურთ პრაქტიკული გამოცდილების მიღება, პროფესიული განვითარება და მომავალში Site Manager-ის პოზიციაზე ჩამოყალიბება.
სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის.
შერჩეული კანდიდატი იმუშავებს კომპანიის პროექტების მენეჯერის უშუალო ხელმძღვანელობით და სამუშაო პროცესში მიიღებს საჭირო პრაქტიკულ ცოდნასა და გამოცდილებას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების ყოველდღიური მონიტორინგი;
შესრულებული სამუშაოების ნახაზებთან და პროექტთან შესაბამისობის გადამოწმებაში მონაწილეობა;
სამუშაოების მოცულობებისა და შესრულების პროგრესის აღრიცხვა;
მიმდინარე სამუშაოების ფოტო-ფიქსაცია და პროგრესის შესახებ პროექტების მენეჯერის ინფორმირება;
შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლში მონაწილეობა;
ბრიგადებთან და ობიექტზე მომუშავე სხვა მონაწილეებთან ყოველდღიური კომუნიკაცია;
საჭირო მასალებისა და მომარაგების მოთხოვნების დროული დაფიქსირება და პროექტების მენეჯერისთვის ინფორმაციის მიწოდება;
სამშენებლო ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის გაცნობა და მათთან მუშაობა;
ობიექტზე არსებული პრობლემებისა და შეფერხებების დროული დაფიქსირება და პროექტების მენეჯერის ინფორმირება;
უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვაზე დაკვირვება და შესაძლო დარღვევების შესახებ პასუხისმგებელი პირების ინფორმირება;
პროექტების მენეჯერის მიერ გაცემული სამუშაო დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
სამშენებლო, არქიტექტურის ან სხვა შესაბამისი ტექნიკური მიმართულების მე-3 კურსის ან უფრო მაღალი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
სამშენებლო სფეროში მუშაობისა და განვითარების სურვილი;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
დეტალების მიმართ ყურადღება;
ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი;
კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
Excel-ის ცოდნა;
AutoCAD-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებულო.
სამუშაო პირობები
სამუშაო ადგილი — თბილისში მდებარე კომპანიის მიმდინარე სამშენებლო ობიექტები;
სამუშაო დღეები — ორშაბათი–შაბათი;
პირველი 3 თვის განმავლობაში ანაზღაურება — 1,500 ლარი;
3-თვიანი სასწავლო/გამოსაცდელი პერიოდის წარმატებით გავლის შემდეგ — 2,000 ლარი;
შემდგომში — ანაზღაურების ზრდის პერსპექტივა კვალიფიკაციის, გამოცდილებისა და პასუხისმგებლობის ზრდის შესაბამისად;
პრაქტიკული სწავლება გამოცდილი პროექტების მენეჯერის ხელმძღვანელობით;
პროფესიული განვითარებისა და მომავალში Site Manager-ის პოზიციაზე ზრდის შესაძლებლობა.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: alumet.ge დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV: agobronidze@alumet.ge და სათაურში მიუთითეთ: „Junior Site Manager“.
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.