Skip to main content
Back to all jobs

ALUMET

hr.ge

დამწყები საიტ მენეჯერი

თბილისიApply by 3 Dec 2026
სამშენებლო კომპანია შპს „ალუმეტ“ აცხადებს ვაკანსიას Junior Site Manager / დამწყები საიტ მენეჯერის პოზიციაზე. შპს „ალუმეტ“ 2009 წლიდან საქმიანობს სამშენებლო სფეროში. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა ალუმინისა და მინის საფასადე სისტემების, ალუმინისა და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების, ვენტილირებადი ფასადებისა და მინის მოაჯირების მოწყობა. ვეძებთ სამშენებლო ან შესაბამისი ტექნიკური მიმართულების სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, რომლებსაც სურთ პრაქტიკული გამოცდილების მიღება, პროფესიული განვითარება და მომავალში Site Manager-ის პოზიციაზე ჩამოყალიბება. სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის. შერჩეული კანდიდატი იმუშავებს კომპანიის პროექტების მენეჯერის უშუალო ხელმძღვანელობით და სამუშაო პროცესში მიიღებს საჭირო პრაქტიკულ ცოდნასა და გამოცდილებას. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების ყოველდღიური მონიტორინგი; შესრულებული სამუშაოების ნახაზებთან და პროექტთან შესაბამისობის გადამოწმებაში მონაწილეობა; სამუშაოების მოცულობებისა და შესრულების პროგრესის აღრიცხვა; მიმდინარე სამუშაოების ფოტო-ფიქსაცია და პროგრესის შესახებ პროექტების მენეჯერის ინფორმირება; შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლში მონაწილეობა; ბრიგადებთან და ობიექტზე მომუშავე სხვა მონაწილეებთან ყოველდღიური კომუნიკაცია; საჭირო მასალებისა და მომარაგების მოთხოვნების დროული დაფიქსირება და პროექტების მენეჯერისთვის ინფორმაციის მიწოდება; სამშენებლო ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის გაცნობა და მათთან მუშაობა; ობიექტზე არსებული პრობლემებისა და შეფერხებების დროული დაფიქსირება და პროექტების მენეჯერის ინფორმირება; უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვაზე დაკვირვება და შესაძლო დარღვევების შესახებ პასუხისმგებელი პირების ინფორმირება; პროექტების მენეჯერის მიერ გაცემული სამუშაო დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები სამშენებლო, არქიტექტურის ან სხვა შესაბამისი ტექნიკური მიმართულების მე-3 კურსის ან უფრო მაღალი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული; სამშენებლო სფეროში მუშაობისა და განვითარების სურვილი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; დეტალების მიმართ ყურადღება; ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი; კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი; Excel-ის ცოდნა; AutoCAD-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებულო. სამუშაო პირობები სამუშაო ადგილი — თბილისში მდებარე კომპანიის მიმდინარე სამშენებლო ობიექტები; სამუშაო დღეები — ორშაბათი–შაბათი; პირველი 3 თვის განმავლობაში ანაზღაურება — 1,500 ლარი; 3-თვიანი სასწავლო/გამოსაცდელი პერიოდის წარმატებით გავლის შემდეგ — 2,000 ლარი; შემდგომში — ანაზღაურების ზრდის პერსპექტივა კვალიფიკაციის, გამოცდილებისა და პასუხისმგებლობის ზრდის შესაბამისად; პრაქტიკული სწავლება გამოცდილი პროექტების მენეჯერის ხელმძღვანელობით; პროფესიული განვითარებისა და მომავალში Site Manager-ის პოზიციაზე ზრდის შესაძლებლობა. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: alumet.ge დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV: agobronidze@alumet.ge და სათაურში მიუთითეთ: „Junior Site Manager“.

Source: hr.ge. Availability may change.