მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

BERGHOFF

hr.ge

მოლარე-კონსულტანტი

თბილისიბოლო ვადა 3 დეკ 2026
საფირმო მაღაზიათა ქსელი "BergHOFF" ეძებს საკუთარი გუნდისთვის აქტიურ, კომუნიკაბელურ და მიზანდასახულ კადრებს მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, სითი მოლი.მინიმალური ხელფასი: 1500 ლარი შენ გელოდება საინტერესო სამსახური და დიდი შესაძლებლობები! შენ იდეალურად გვერგები, თუ: ცხოვრობ აქტიური ცხოვრების წესით; ფლობ კარგ კომუნიკაბელურ უნარ-ჩვევებს, გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა; გულწრფელად უდგები ყველა მყიდველს და მათ მოთხოვნებს; ფლობ უცხო ენებს ინგლისურს/რუსულს და სხვა; მზად ხარ მიიღო ახალი ცოდნა, გაიზარდო და განვითარდე ჩვენს ქსელთან ერთად; ყოველთვის ხარ კარგ ხასიათზე და პოზიტიურად ხარ განწყობილი ყველასთან მიმართებაში! არ არის აუცილებელი, მაგრამ უპირატესობას მოგანიჭებს, თუ: გაგაჩნია გამოცდილება გაყიდვებში; გიზიდავს კულინარია; ჩვენთან შენ შეძლებ: მიიღო კონკურენტუნარიანი ხელფასი განსაზღვრულ დროსა და რიცხვში; იმუშაო კომფორტული გრაფიკით; იმუშაო ქალაქის ხარისხიან და პრესტიჟულ სავაჭრო ცენტრებში, ლამაზ და თანამედროვე მაღაზიებში და რაც მთავარია ხარისხიან პროდუქციასთან; მიიღო შესაძლებლობა გაიზარდო კარიერულად და მართო მაღაზია! რას აკეთებენ თანამშრომლები: პირველ რიგში ასრულებენ გაყიდვების გეგმებს; სიხარულით და გულწრფელად ხვდებიან ყველა სტუმარს რომელიც შემოდის მაღაზიაში; აქტიურად მუშაობენ სავაჭრო დარბაზში, უწევენ კონსულტაციას და ეხმარებიან პროდუქციის შერჩევაში; იცავენ სისუფთავეს მაღაზიაში; ღებულობენ პროდუქციას და ლამაზად აწყობენ მას თაროებზე; მუშაობენ სალაროსთან. თუ ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი შენზე წერია, გამოაგზავნე შენი რეზიუმე და შეუერთდი ჩვენს გუნდს! დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და ფოტოსურათი ელ.ფოსტაზე: berghoff.hr@gmail.com დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!

წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.