BERGHOFF
hr.geმოლარე-კონსულტანტი
თბილისიApply by 3 Dec 2026
საფირმო მაღაზიათა ქსელი "BergHOFF" ეძებს საკუთარი გუნდისთვის აქტიურ, კომუნიკაბელურ და მიზანდასახულ კადრებს მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, სითი მოლი.მინიმალური ხელფასი: 1500 ლარი
შენ გელოდება საინტერესო სამსახური და დიდი შესაძლებლობები!
შენ იდეალურად გვერგები, თუ:
ცხოვრობ აქტიური ცხოვრების წესით;
ფლობ კარგ კომუნიკაბელურ უნარ-ჩვევებს, გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა;
გულწრფელად უდგები ყველა მყიდველს და მათ მოთხოვნებს;
ფლობ უცხო ენებს ინგლისურს/რუსულს და სხვა;
მზად ხარ მიიღო ახალი ცოდნა, გაიზარდო და განვითარდე ჩვენს ქსელთან ერთად;
ყოველთვის ხარ კარგ ხასიათზე და პოზიტიურად ხარ განწყობილი ყველასთან მიმართებაში!
არ არის აუცილებელი, მაგრამ უპირატესობას მოგანიჭებს, თუ:
გაგაჩნია გამოცდილება გაყიდვებში;
გიზიდავს კულინარია;
ჩვენთან შენ შეძლებ:
მიიღო კონკურენტუნარიანი ხელფასი განსაზღვრულ დროსა და რიცხვში;
იმუშაო კომფორტული გრაფიკით;
იმუშაო ქალაქის ხარისხიან და პრესტიჟულ სავაჭრო ცენტრებში, ლამაზ და თანამედროვე მაღაზიებში და რაც მთავარია ხარისხიან პროდუქციასთან;
მიიღო შესაძლებლობა გაიზარდო კარიერულად და მართო მაღაზია!
რას აკეთებენ თანამშრომლები:
პირველ რიგში ასრულებენ გაყიდვების გეგმებს;
სიხარულით და გულწრფელად ხვდებიან ყველა სტუმარს რომელიც შემოდის მაღაზიაში;
აქტიურად მუშაობენ სავაჭრო დარბაზში, უწევენ კონსულტაციას და ეხმარებიან პროდუქციის შერჩევაში;
იცავენ სისუფთავეს მაღაზიაში;
ღებულობენ პროდუქციას და ლამაზად აწყობენ მას თაროებზე;
მუშაობენ სალაროსთან.
თუ ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი შენზე წერია, გამოაგზავნე შენი რეზიუმე და შეუერთდი ჩვენს გუნდს!
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და ფოტოსურათი ელ.ფოსტაზე: berghoff.hr@gmail.com
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!
Source: hr.ge. Availability may change.