Bizarre
hr.geოფსეტური საბეჭდი დანადგარის ოპერატორი
თბილისიბოლო ვადა 3 დეკ 2026
საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი პოლიგრაფიული საწარმო Bizarre , აცხადებს ვაკანსიას - ოფსეტური საბეჭდი დანადგარის ოპერატორის პოზიციაზე
განიხილებიან, როგორც გამოცდილი, ისე გამოცდილების არ მქონე კანდიდატები.
კომპანია გაძლევთ შესაძლებლობას შეგასწავლოთ ახალი სფერო, შეიქმნათ წარმატებული კარიერა პროფესიონალურ და მეგობრულ გუნდთან ერთად.
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე , 09:30-18:30 სთ
მისამართი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი
ანაზღაურება: გამოცდილების შემთხვევაში 3000 ლარი ( NET) + ბონუსი, გამოუცდელი კანდიდატების შემთხვევაში ანაზღაურება განიხილება იდივიდუალურად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
საბაზისო ცოდნა ტექნიკური/მექანიკური მოწყობილობების მუშაობის პრინციპების შესახებ;
მარტივი მოწყობილობების და ინსტრუმენტების სამომხმარებლო დონეზე გამოყენების შესაძლებლობა ( ჩართვა/გამორთვა,რეგულირება);
ფერთა ტონალობების, ინტენსივობისა და მცირე ვიზუალური განსხვავებების მარტივად გარჩევის შესაძლებლობა;
უპირატესობად ჩაითვლება საწარმოო დანადგარებთან (CNC, შესაფუთი, საჭრელი, საბეჭდი და სხვა) მუშაობის გამოცდილება ან მათი ფუნქციონირების საბაზისო ცოდნა;
საბაზისო ცოდნა უსაფრთხოების წესების და ძირითადი რისკების შესახებ.
ფუნქცია-მოვალეობები:
ბეჭდვის პროცესის წარმოების სტანდარტებისა და შეკვეთების შესაბამისად შესრულება;
მიღებული დავალების შესაბამისად დანადგარზე საბეჭდი პარამეტრების სწორად დაყენება;
მიღებული შეკვეთის შესაბამისად ბეჭდვისთვის სწორი ქაღალდის და საღებავის შერჩევა;
ბეჭდვის პროცესის მონიტორინგი და დაბეჭდილი პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
დანადგარის რეგულარული მოვლა;
ყოველდღიური სამუშაო მიმდინარეობის აღრიცხვა შესაბამის პროგრამაში;
პიროვნული უნარები:
ტექნიკური აზროვნება;
ვიზუალური დეფექტების მარტივად გარჩევის უნარი;
ტექნიკური ინსტრუქციების სწორად გაგების და შესრულების უნარი;
პუნქტუალურობა ;
დეტალებზე ორიენტირებულობა;
ოპერატიულობა;
სწრაფი ადაპტაციის და ათვისების უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე kh.kulua@hrspace.ge სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ რეზიუმეს წარდგენა გულისხმობს, პერსონალური მონაცემების კომპანიისთვის გადაცემას და თანხმობის განცხადებას აღნიშნული ინფორმაციის დამუშავებისა და შენახვის თაობაზე.
გისურვებთ წარმატებებს!
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.