Skip to main content
Back to all jobs

Bizarre

hr.ge

ოფსეტური საბეჭდი დანადგარის ოპერატორი

თბილისიApply by 3 Dec 2026
საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი პოლიგრაფიული საწარმო Bizarre , აცხადებს ვაკანსიას - ოფსეტური საბეჭდი დანადგარის ოპერატორის პოზიციაზე განიხილებიან, როგორც გამოცდილი, ისე გამოცდილების არ მქონე კანდიდატები. კომპანია გაძლევთ შესაძლებლობას შეგასწავლოთ ახალი სფერო, შეიქმნათ წარმატებული კარიერა პროფესიონალურ და მეგობრულ გუნდთან ერთად. სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე , 09:30-18:30 სთ მისამართი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი ანაზღაურება: გამოცდილების შემთხვევაში 3000 ლარი ( NET) + ბონუსი, გამოუცდელი კანდიდატების შემთხვევაში ანაზღაურება განიხილება იდივიდუალურად. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: საბაზისო ცოდნა ტექნიკური/მექანიკური მოწყობილობების მუშაობის პრინციპების შესახებ; მარტივი მოწყობილობების და ინსტრუმენტების სამომხმარებლო დონეზე გამოყენების შესაძლებლობა ( ჩართვა/გამორთვა,რეგულირება); ფერთა ტონალობების, ინტენსივობისა და მცირე ვიზუალური განსხვავებების მარტივად გარჩევის შესაძლებლობა; უპირატესობად ჩაითვლება საწარმოო დანადგარებთან (CNC, შესაფუთი, საჭრელი, საბეჭდი და სხვა) მუშაობის გამოცდილება ან მათი ფუნქციონირების საბაზისო ცოდნა; საბაზისო ცოდნა უსაფრთხოების წესების და ძირითადი რისკების შესახებ. ფუნქცია-მოვალეობები: ბეჭდვის პროცესის წარმოების სტანდარტებისა და შეკვეთების შესაბამისად შესრულება; მიღებული დავალების შესაბამისად დანადგარზე საბეჭდი პარამეტრების სწორად დაყენება; მიღებული შეკვეთის შესაბამისად ბეჭდვისთვის სწორი ქაღალდის და საღებავის შერჩევა; ბეჭდვის პროცესის მონიტორინგი და დაბეჭდილი პროდუქციის ხარისხის კონტროლი; დანადგარის რეგულარული მოვლა; ყოველდღიური სამუშაო მიმდინარეობის აღრიცხვა შესაბამის პროგრამაში; პიროვნული უნარები: ტექნიკური აზროვნება; ვიზუალური დეფექტების მარტივად გარჩევის უნარი; ტექნიკური ინსტრუქციების სწორად გაგების და შესრულების უნარი; პუნქტუალურობა ; დეტალებზე ორიენტირებულობა; ოპერატიულობა; სწრაფი ადაპტაციის და ათვისების უნარი; დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე kh.kulua@hrspace.ge სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ რეზიუმეს წარდგენა გულისხმობს, პერსონალური მონაცემების კომპანიისთვის გადაცემას და თანხმობის განცხადებას აღნიშნული ინფორმაციის დამუშავებისა და შენახვის თაობაზე. გისურვებთ წარმატებებს!

Source: hr.ge. Availability may change.