მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

ატელიე აუთლეტი

hr.ge

კონსულტანტი

თბილისიბოლო ვადა 3 დეკ 2026
ATELIER OUTLET / ატელიე აუთლეტი - მულტიბრენდული სივრცეა, რომელიც 2018 წლიდან საქართველოს ბაზარზე მსოფლიოს წამყვან მოდის ბრენდებს წარმოადგენს. კომპანიის მთავარი იდეაა, მომხმარებელს ერთ სივრცეში შესთავაზოს ხარისხიანი და თანამედროვე ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები განსაკუთრებული აუთლეტ-ფასებით. ATELIER OUTLET-ის ასორტიმენტი აერთიანებს 250-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდს და მოიცავს ქალის, მამაკაცისა და ბავშვის მრავალფეროვან კოლექციებს. კომპანია აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე, ვინც გემოვნებით და ყურადღებით შეურჩევს მომხმარებლებს პროდუქციას და გააცნობს სხვადასხვა ბრენდს. ლოკაცია: დიღომი სრული განაკვეთი: 10:00-19:00/13:00-22:00 (კვირაში 40 საათი) 2 დასვენების დღე. ანაზღაურება: სრული განაკვეთი 1100 ლარი + ბონუსი ნახევარი განაკვეთი 550 ლარი + ბონუსი ბენეფიტები: პროფესიული განვითარება ჯანმრთელობის დაზღვევა კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე დაბადების დღეზე ვაუჩერი საჩუქრად FITPASS აუცილებელი მოთხოვნა: პუნქტუალურობა და პრეზენტაბელურობა პასუხისმგებლობის გრძნობა დეტალებზე ორიენტირებულობა მოვალეობები: მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, საჭიროების დადგენა...; პროდუქციის წესრიგის, რაოდენობების, ზომების და ფასმაჩვენებლების კონტროლი; გასახდელის მონიტორინგი; თუ გსურთ შემოუერთდეთ ტანსაცმლის სფეროს და გახდეთ წამყვანი აუთლეტ მაღაზიის თანამშრომელი, გაგვიზიარეთ CV – vacancy@atelieroutlet.ge subject - მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი სამუშაო განაკვეთი. გისურვებთ წარმატებებს!

წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.