ატელიე აუთლეტი
hr.geკონსულტანტი
თბილისიApply by 3 Dec 2026
ATELIER OUTLET / ატელიე აუთლეტი - მულტიბრენდული სივრცეა, რომელიც 2018 წლიდან საქართველოს ბაზარზე მსოფლიოს წამყვან მოდის ბრენდებს წარმოადგენს.
კომპანიის მთავარი იდეაა, მომხმარებელს ერთ სივრცეში შესთავაზოს ხარისხიანი და თანამედროვე ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები განსაკუთრებული აუთლეტ-ფასებით. ATELIER OUTLET-ის ასორტიმენტი აერთიანებს 250-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდს და მოიცავს ქალის, მამაკაცისა და ბავშვის მრავალფეროვან კოლექციებს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე, ვინც გემოვნებით და ყურადღებით შეურჩევს მომხმარებლებს პროდუქციას და გააცნობს სხვადასხვა ბრენდს.
ლოკაცია: დიღომი
სრული განაკვეთი: 10:00-19:00/13:00-22:00 (კვირაში 40 საათი)
2 დასვენების დღე.
ანაზღაურება:
სრული განაკვეთი 1100 ლარი + ბონუსი
ნახევარი განაკვეთი 550 ლარი + ბონუსი
ბენეფიტები:
პროფესიული განვითარება
ჯანმრთელობის დაზღვევა
კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე
დაბადების დღეზე ვაუჩერი საჩუქრად
FITPASS
აუცილებელი მოთხოვნა:
პუნქტუალურობა და პრეზენტაბელურობა
პასუხისმგებლობის გრძნობა
დეტალებზე ორიენტირებულობა
მოვალეობები:
მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, საჭიროების დადგენა...;
პროდუქციის წესრიგის, რაოდენობების, ზომების და ფასმაჩვენებლების კონტროლი;
გასახდელის მონიტორინგი;
თუ გსურთ შემოუერთდეთ ტანსაცმლის სფეროს და გახდეთ წამყვანი აუთლეტ მაღაზიის თანამშრომელი, გაგვიზიარეთ CV – vacancy@atelieroutlet.ge subject - მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი სამუშაო განაკვეთი.
გისურვებთ წარმატებებს!
Source: hr.ge. Availability may change.