მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

ამბოლი

hr.ge

სერვის ცენტრის მენეჯერი

თბილისის შემოგარენიბოლო ვადა 3 დეკ 2026
კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 30 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: Www.amboli.ge Www.facebook.com/Amboli.ge „ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას სერვის ცენტრის მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, შემოვლითი გზა სამუშაო განაკვეთი: 09:00-18:00 ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: გაყიდვებისა და კომერციული საქმიანობის მართვა გაყიდვების გეგმებისა და მიზნების განსაზღვრასა და შესრულების მონიტორინგში მონაწილეობა; კორპორაციულ მომხმარებლებთან საქმიანი ურთიერთობების განვითარება და მართვა; გაყიდვების შედეგების ანალიზი, ანგარიშგება და პროცესების ეფექტიანობის გაუმჯობესება. სერვის ცენტრის საოპერაციო მართვა: სერვის ცენტრის ყოველდღიური საქმიანობისა და სამუშაო პროცესების ორგანიზება, მართვა და კონტროლი; Scania-ს კორპორაციული, საოპერაციო და მომსახურების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა; საოპერაციო საკითხებისა და პრობლემების დროული იდენტიფიცირება და ეფექტიანი რეაგირება; მარაგების, შეკვეთებისა და პერიოდული ინვენტარიზაციის პროცესის კონტროლი; სამუშაო სივრცის, პროდუქციის განთავსებისა და სალარო ოპერაციების შესაბამისობის უზრუნველყოფა დადგენილ სტანდარტებთან; მომხმარებელთა კმაყოფილების მაღალი დონის უზრუნველყოფა და მომსახურების პროცესში წარმოშობილი საკითხების ეფექტიანი მართვა. გუნდის მართვა: თანამშრომლებს შორის სამუშაოს ეფექტიანი განაწილება და შესრულების ხარისხის კონტროლი; სამუშაო დისციპლინისა და კომპანიის სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა; თანამშრომლებისთვის საჭირო ინფორმაციის დროული მიწოდება; რეგულარული სამუშაო შეხვედრების ორგანიზება და გუნდის ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: B2B / კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება — აუცილებელი მოთხოვნა; გაყიდვების, კომერციული საქმიანობის, ფილიალის ან სერვის ცენტრის მართვის გამოცდილება; გაყიდვების გეგმებისა და KPI-ების მართვის გამოცდილება; გუნდის მართვის გამოცდილება; სატვირთო ავტომობილების მომსახურებისა და ზოგადი აგებულების ცოდნა; ბიზნეს პროცესებისა და კომერციული საქმიანობის მართვის გამოცდილება; ანგარიშგებისა და ბიზნეს ანალიზის მომზადების გამოცდილება. აუცილებელი უნარები: განვითარებული ლიდერული და მენეჯერული უნარები; ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები; ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება; გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებისა და პრობლემების ეფექტიანად გადაჭრის უნარი; შედეგებზე და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა; მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა; პრიორიტეტების ეფექტიანად განსაზღვრისა და დროის მართვის უნარი; გუნდური მუშაობისა და თანამშრომელთა განვითარების უნარი; ცვლილებების მართვისა და ადაპტაციის უნარი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას "გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)"ღილაკის საშუალებით.

წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.