ამბოლი
hr.geსერვის ცენტრის მენეჯერი
თბილისის შემოგარენიApply by 3 Dec 2026
კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 30 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:
Www.amboli.ge Www.facebook.com/Amboli.ge
„ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას სერვის ცენტრის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, შემოვლითი გზა
სამუშაო განაკვეთი: 09:00-18:00
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
გაყიდვებისა და კომერციული საქმიანობის მართვა
გაყიდვების გეგმებისა და მიზნების განსაზღვრასა და შესრულების მონიტორინგში მონაწილეობა;
კორპორაციულ მომხმარებლებთან საქმიანი ურთიერთობების განვითარება და მართვა;
გაყიდვების შედეგების ანალიზი, ანგარიშგება და პროცესების ეფექტიანობის გაუმჯობესება.
სერვის ცენტრის საოპერაციო მართვა:
სერვის ცენტრის ყოველდღიური საქმიანობისა და სამუშაო პროცესების ორგანიზება, მართვა და კონტროლი;
Scania-ს კორპორაციული, საოპერაციო და მომსახურების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
საოპერაციო საკითხებისა და პრობლემების დროული იდენტიფიცირება და ეფექტიანი რეაგირება;
მარაგების, შეკვეთებისა და პერიოდული ინვენტარიზაციის პროცესის კონტროლი;
სამუშაო სივრცის, პროდუქციის განთავსებისა და სალარო ოპერაციების შესაბამისობის უზრუნველყოფა დადგენილ სტანდარტებთან;
მომხმარებელთა კმაყოფილების მაღალი დონის უზრუნველყოფა და მომსახურების პროცესში წარმოშობილი საკითხების ეფექტიანი მართვა.
გუნდის მართვა:
თანამშრომლებს შორის სამუშაოს ეფექტიანი განაწილება და შესრულების ხარისხის კონტროლი;
სამუშაო დისციპლინისა და კომპანიის სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
თანამშრომლებისთვის საჭირო ინფორმაციის დროული მიწოდება;
რეგულარული სამუშაო შეხვედრების ორგანიზება და გუნდის ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
B2B / კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება — აუცილებელი მოთხოვნა;
გაყიდვების, კომერციული საქმიანობის, ფილიალის ან სერვის ცენტრის მართვის გამოცდილება;
გაყიდვების გეგმებისა და KPI-ების მართვის გამოცდილება;
გუნდის მართვის გამოცდილება;
სატვირთო ავტომობილების მომსახურებისა და ზოგადი აგებულების ცოდნა;
ბიზნეს პროცესებისა და კომერციული საქმიანობის მართვის გამოცდილება;
ანგარიშგებისა და ბიზნეს ანალიზის მომზადების გამოცდილება.
აუცილებელი უნარები:
განვითარებული ლიდერული და მენეჯერული უნარები;
ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება;
გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებისა და პრობლემების ეფექტიანად გადაჭრის უნარი;
შედეგებზე და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა;
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
პრიორიტეტების ეფექტიანად განსაზღვრისა და დროის მართვის უნარი;
გუნდური მუშაობისა და თანამშრომელთა განვითარების უნარი;
ცვლილებების მართვისა და ადაპტაციის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას "გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)"ღილაკის საშუალებით.
Source: hr.ge. Availability may change.