დამსაქმებელი
hr.geშესყიდვების მენეჯერი
თბილისიბოლო ვადა 2 დეკ 2026
საერთაშორისო კომპანია, აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი, ორთაჭალა;
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30 -18:30;
ბენეფიტები: კორპორატიული ნომერი, კომპანიის ფასდაკლების ბარათი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალებები:
უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, კომპანიის სხვადასხვა სამსახურისა და დეპარტამენტის შესყიდვის მოთხოვნების მიღების, ანალიზისა და დამუშავების უზრუნველყოფა;
შესყიდვის პროცესისა და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტაციის სრული ციკლის მართვა;
მარაგების მონიტორინგი და შესყიდვების გეგმის შედგენა;
ბაზრის კვლევა: შესასყიდი პროდუქციის ტექნიკური და ხარისხობრივი მახასიათებლების, ფასებისა და მომწოდებლების ანალიზი;
ახალი მომწოდებლების მოძიება და მათთან ფასისა და კომერციული პირობების შესახებ მოლაპარაკებების წარმოება;
ტენდერების ჩატარება;
კომპანიის ავტოპარკის ადმინისტრაციული საკითხების მართვა;
გამოუსადეგარი ინვენტარის რეალიზაცია და აუქციონების ჩატარება;
ინვენტარიზაციის პროცესებში მონაწილეობა და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
მომწოდებელთა ბაზის მუდმივი კვლევა, განახლება და განვითარება, მომწოდებლების წინასწარი და შემდგომი შეფასების განხორციელება და შესაბამისი ანალიტიკური ანგარიშების მომზადება;
მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულების კონტროლი;
დანახარჯების კონტროლი და ოპტიმიზაცია;
შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და სამუშაო პროგრამაში ასახვა;
ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელისთვის;
კომპეტენციის ფარგლებში სხვა ტიპის დოკუმენტაციის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირებაში, ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით;
ძირითადი საოფისე პროგრამების (Mc Excel, Mc Word, Mc PowerPoint, Outlook) ცოდნა;
სასურველია მინ. 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
პიროვნული უნარები:
დეტალებზე ორიენტირებულობა;
ორგანიზებულობა;
მოლაპარაკების უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ჩვენ გთავაზობთ:
კომფორტულ სამუშაო გარემოს;
კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
ფიტპასით სარგებლობის შესაძლებლობას;
ჯანმრთელობის დაზღვევას.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) გთხოვთ, გამოაგზვანოთ ელ. ფოსტაზე: vacancyhr30@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ „შესყიდვების მენეჯერი“.
აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. კომპანია ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.