Skip to main content
Back to all jobs

Employer

hr.ge

შესყიდვების მენეჯერი

თბილისიApply by 2 Dec 2026
საერთაშორისო კომპანია, აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. ლოკაცია: თბილისი, ორთაჭალა; გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30 -18:30; ბენეფიტები: კორპორატიული ნომერი, კომპანიის ფასდაკლების ბარათი. ძირითადი ფუნქცია-მოვალებები: უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, კომპანიის სხვადასხვა სამსახურისა და დეპარტამენტის შესყიდვის მოთხოვნების მიღების, ანალიზისა და დამუშავების უზრუნველყოფა; შესყიდვის პროცესისა და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტაციის სრული ციკლის მართვა; მარაგების მონიტორინგი და შესყიდვების გეგმის შედგენა; ბაზრის კვლევა: შესასყიდი პროდუქციის ტექნიკური და ხარისხობრივი მახასიათებლების, ფასებისა და მომწოდებლების ანალიზი; ახალი მომწოდებლების მოძიება და მათთან ფასისა და კომერციული პირობების შესახებ მოლაპარაკებების წარმოება; ტენდერების ჩატარება; კომპანიის ავტოპარკის ადმინისტრაციული საკითხების მართვა; გამოუსადეგარი ინვენტარის რეალიზაცია და აუქციონების ჩატარება; ინვენტარიზაციის პროცესებში მონაწილეობა და შესაბამისი ანგარიშების მომზადება; მომწოდებელთა ბაზის მუდმივი კვლევა, განახლება და განვითარება, მომწოდებლების წინასწარი და შემდგომი შეფასების განხორციელება და შესაბამისი ანალიტიკური ანგარიშების მომზადება; მომწოდებლებთან კომუნიკაცია; გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულების კონტროლი; დანახარჯების კონტროლი და ოპტიმიზაცია; შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და სამუშაო პროგრამაში ასახვა; ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელისთვის; კომპეტენციის ფარგლებში სხვა ტიპის დოკუმენტაციის წარმოება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირებაში, ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით; ძირითადი საოფისე პროგრამების (Mc Excel, Mc Word, Mc PowerPoint, Outlook) ცოდნა; სასურველია მინ. 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე; პიროვნული უნარები: დეტალებზე ორიენტირებულობა; ორგანიზებულობა; მოლაპარაკების უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ჩვენ გთავაზობთ: კომფორტულ სამუშაო გარემოს; კარიერული განვითარების შესაძლებლობას; ფიტპასით სარგებლობის შესაძლებლობას; ჯანმრთელობის დაზღვევას. გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) გთხოვთ, გამოაგზვანოთ ელ. ფოსტაზე: vacancyhr30@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ „შესყიდვების მენეჯერი“. აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. კომპანია ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.

Source: hr.ge. Availability may change.