თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი
hr.geპროგრამების მენეჯერი
თბილისიბოლო ვადა 1 დეკ 2026
თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: პროგრამების მენეჯერი
მიმწოდებელი: თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩთ. / 10:00 - დან 18:00 - მდე
ანაზღაურება: 800 ლ
ძირითადი მოვალეობები:
დოკუმენტაციის სრული მართვა: პაციენტების დაფინანსებისთვის საჭირო დოკუმენტების (ინვოისები, წერილები) მომზადება, ელექტრონულ პორტალებზე ატვირთვა და შესაბამის სამსახურებში მატერიალური თუ ციფრული სახით გადაგზავნა.
საგარანტიოებისა და დეპოზიტების დამუშავება: დამფინანსებლებისგან მიღებული საგარანტიო წერილების დამუშავება, კოდების გააქტიურება და პაციენტების შიდა სარეგისტრაციო პროგრამაში, დეპოზიტზე ასახვა.
ვადებისა და ფინანსების კონტროლი: საგარანტიო წერილების ვადების მკაცრი დაცვა, აუთვისებელი დეპოზიტების გაკონტროლება და შესრულებული სამუშაოს დოკუმენტაციის დროულად წარდგენა დამფინანსებლისთვის.
ბუღალტრული შედარება და სააღრიცხვო ცხრილები: ანაზღაურებული თანხების შედარება ბუღალტერიასთან, შიდა სააღრიცხვო ცხრილების წარმოება, პროგრამული გადახურვა და მიღება-ჩაბარების აქტების მოწესრიგება/შენახვა.
კომუნიკაცია და კოორდინაცია: პაციენტებისთვის პროცედურული მექანიზმების ზუსტი ახსნა და მიმართულების მიცემა, ასევე საჭიროებისამებრ პირდაპირი კომუნიკაცია დაფინანსების წყაროებთან.
ძირითადი მოთხოვნები:
პასუხისმგებლიანი პიროვნება;
დროის ოპტიმალური განაწილების და დაგეგმარების სათანადო უნარი;
ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.
ხარისხსა და შედეგზე ორიენტირებული.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე [ფოტო სურათით] გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@balneo.ge
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.