Skip to main content
Back to all jobs

თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი

hr.ge

პროგრამების მენეჯერი

თბილისიApply by 1 Dec 2026
თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: პროგრამების მენეჯერი მიმწოდებელი: თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩთ. / 10:00 - დან 18:00 - მდე ანაზღაურება: 800 ლ ძირითადი მოვალეობები: დოკუმენტაციის სრული მართვა: პაციენტების დაფინანსებისთვის საჭირო დოკუმენტების (ინვოისები, წერილები) მომზადება, ელექტრონულ პორტალებზე ატვირთვა და შესაბამის სამსახურებში მატერიალური თუ ციფრული სახით გადაგზავნა. საგარანტიოებისა და დეპოზიტების დამუშავება: დამფინანსებლებისგან მიღებული საგარანტიო წერილების დამუშავება, კოდების გააქტიურება და პაციენტების შიდა სარეგისტრაციო პროგრამაში, დეპოზიტზე ასახვა. ვადებისა და ფინანსების კონტროლი: საგარანტიო წერილების ვადების მკაცრი დაცვა, აუთვისებელი დეპოზიტების გაკონტროლება და შესრულებული სამუშაოს დოკუმენტაციის დროულად წარდგენა დამფინანსებლისთვის. ბუღალტრული შედარება და სააღრიცხვო ცხრილები: ანაზღაურებული თანხების შედარება ბუღალტერიასთან, შიდა სააღრიცხვო ცხრილების წარმოება, პროგრამული გადახურვა და მიღება-ჩაბარების აქტების მოწესრიგება/შენახვა. კომუნიკაცია და კოორდინაცია: პაციენტებისთვის პროცედურული მექანიზმების ზუსტი ახსნა და მიმართულების მიცემა, ასევე საჭიროებისამებრ პირდაპირი კომუნიკაცია დაფინანსების წყაროებთან. ძირითადი მოთხოვნები: პასუხისმგებლიანი პიროვნება; დროის ოპტიმალური განაწილების და დაგეგმარების სათანადო უნარი; ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი. ხარისხსა და შედეგზე ორიენტირებული. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე [ფოტო სურათით] გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@balneo.ge

Source: hr.ge. Availability may change.