მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

სკინორა

hr.ge

გაყიდვების კონსულტანტი

თბილისიბოლო ვადა 29 ნოე 2026
Skinora კანის მოვლისა და სილამაზის პროდუქციის მაღაზიაა. City Mall Saburtalo-ს ფილიალში ვეძებთ 2 გაყიდვების კონსულტანტს: ერთი იმუშავებს პირველ ცვლაში, მეორე – მეორე ცვლაში. სამუშაო გრაფიკი: I ცვლა – 10:00–16:00; II ცვლა – 16:00–22:00. თითოეული თანამშრომელი იმუშავებს ერთ-ერთ ფიქსირებულ ცვლაში. სამუშაო და დასვენების დღეები გასაუბრებისას შეთანხმდება. ძირითადი მოვალეობები: მომხმარებლის კონსულტაცია და პროდუქტის შერჩევაში დახმარება; Skinora-ს პროდუქციის, მისი გამოყენებისა და უპირატესობების გაცნობა; გაყიდვების პროცესის მართვა და დასახული მიზნების შესრულება; პროდუქციის განლაგებისა და მაღაზიის მოწესრიგებულობის კონტროლი; მომხმარებელთან კეთილგანწყობილი და პროფესიონალური კომუნიკაცია. მოთხოვნები: კანის მოვლისა და სილამაზის პროდუქტების ცოდნა ან ამ სფეროთი აქტიური დაინტერესება; საცალო გაყიდვების ან მომხმარებელთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; გამართული ქართული ენა აუცილებელია; ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; პასუხისმგებლობა და კომუნიკაბელურობა. პირობები: სამუშაო ადგილი: City Mall Saburtalo, თბილისი; ფიქსირებული ხელფასი და გაყიდვებზე დამოკიდებული საკომისიო. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმაურების“ ღილაკის საშუალებით.

წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.