სკინორა
hr.geგაყიდვების კონსულტანტი
თბილისიApply by 29 Nov 2026
Skinora კანის მოვლისა და სილამაზის პროდუქციის მაღაზიაა. City Mall Saburtalo-ს ფილიალში ვეძებთ 2 გაყიდვების კონსულტანტს: ერთი იმუშავებს პირველ ცვლაში, მეორე – მეორე ცვლაში.
სამუშაო გრაფიკი:
I ცვლა – 10:00–16:00;
II ცვლა – 16:00–22:00.
თითოეული თანამშრომელი იმუშავებს ერთ-ერთ ფიქსირებულ ცვლაში. სამუშაო და დასვენების დღეები გასაუბრებისას შეთანხმდება.
ძირითადი მოვალეობები:
მომხმარებლის კონსულტაცია და პროდუქტის შერჩევაში დახმარება;
Skinora-ს პროდუქციის, მისი გამოყენებისა და უპირატესობების გაცნობა;
გაყიდვების პროცესის მართვა და დასახული მიზნების შესრულება;
პროდუქციის განლაგებისა და მაღაზიის მოწესრიგებულობის კონტროლი;
მომხმარებელთან კეთილგანწყობილი და პროფესიონალური კომუნიკაცია.
მოთხოვნები:
კანის მოვლისა და სილამაზის პროდუქტების ცოდნა ან ამ სფეროთი აქტიური დაინტერესება;
საცალო გაყიდვების ან მომხმარებელთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
გამართული ქართული ენა აუცილებელია; ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
პასუხისმგებლობა და კომუნიკაბელურობა.
პირობები:
სამუშაო ადგილი: City Mall Saburtalo, თბილისი;
ფიქსირებული ხელფასი და გაყიდვებზე დამოკიდებული საკომისიო.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმაურების“ ღილაკის საშუალებით.
Source: hr.ge. Availability may change.